თაღლითობაზე სარჩელის საპასუხოდ Porsche-ს $80 მილიონის გადახდა მოუწევს
Volkswagen Group-ი და Porsche, გამონაბოლქვის სტანდარტებისა და საწვავის მოხმარების ტესტში სავარაუდო თაღლითობის გამო, $80 მილიონს გადაიხდიან.
2005-2020 წლებში გამოშვებული Porsche-ს ავტომობილების მფლობელები ამტკიცებენ, რომ ავტომწარმოებელმა, მისი ავტომობილების უფრო ეკონომიურად წარმოსაჩენად, ტესტებში ითაღლითა. Poerche-ს მათთვის $80 მილიონის გადახდა მოუწევს. პრობლემის მოგვარების ეს გზა ფედერალურ მოსამართლეს ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ კლიენტები $250-$1,109 მიიღებენ.
Porsche ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხის გადახდას აპირებს „ვერ იაზრებს რაში ადანაშაულებენ“, მაგრამ ამ შეთანხმებამ „პრობლემა უნდა მოაგვაროს“. ეს შეთანხმება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაყიდულ ავტომობილებს ეხება.
Porsche-ს მფლობელების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ავტომწარმოებელმა სპეციალური პროგრამის მოტყუების საშუალებით ტესტები გააყალბეს. მათი მტკიცებით, ავტომობილები 100 მილზე 1-2 გალონით მეტს მოიხმარს, ვიდრე დოკუმენტებშია მითითებული.
დამატებით $250-ის გადახდა მოუწევთ მათთვის, ვისი ავტომობილებიც Sport+ რეჟიმით არის აღჭურვილი. ამ რეჟიმში ავტომობილი გამონაბოლქვის რეგულაციებს აჭარბებს. ამ ანაზღაურებას მფლობელები მას შემდეგ მიიღებენ, რაც ავტომწარმოებელი პროგრამას განაახლებს და გამონაბოლქვს ნორმაში მოაქცევს.