შიგაწვის ძრავების ერა სრულდება: რომელ პერიოდში იყო საუკეთესო გამოგონებები?
Aa
Aa

შიგაწვის ძრავების ერა სრულდება: რომელ პერიოდში იყო საუკეთესო გამოგონებები?

20 წლის შემდეგ, განვითარებულ სამყაროში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების შეძენა რთული იქნება. შიგაწვისძრავიანი ავტომობილების 150-წლიანი ერა დასასრულს უახლოვდება. თუმცა, საინტერესოა, რომელი პერიოდის ავტომობილებმა შეიტანა ავტოინდუსტრიაში რადიკალური ცვლილებები.

Ferrari-ს თქმით, მათი საუკეთესო ავტომობილი ის იქნება, რომელსაც მომავალში გამოუშვებენ. იტალიურ ავტომწარმოებელს ჯერ კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ შიგაწვის ძრავების ერაში გაგვაოცოს. არ გვეეჭვება, რომ ელექტრიფიკაციის ერაში Ferrari-ს მომავალი ავტომობილები, იმ ავტომობილების მსგავსად, რომლებიც ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომია, უფრო სწრაფი, უსაფრთხო, ეკონომიური და კომფორტული იქნება.

დღეს ავტონომური მართვის სისტემები უკვე ჩვეულებრივ საოჯახო ავტომობილებშიც გვხვდება რომ აღარაფერი ვთქვათ სიჩქარეზე, რომელიც ათწლეულების წინ მხოლოდ სუპერქარებისთვის ის ხელმისაწვდომი. ბოლო ათწლეულში კი ავტომობილმა წარმოუდგენელ განვითარებას მიაღწია.

დღევანდელი ავტომობილები ტექნოლოგიურად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მათი წინაპრები. მაგრამ რამდენად რთული იყო ძველი ავტომობილი მის წინაპარზე? როგორ შეძლებდა Toyota 24 000 ავტომობილის წარმოებას ყოველ დღე, რომ არა ჰენრი ფორდი და მისი მასობრივად წარმოებული Model T.

იმისთვის, ვინც 1920-1930-იან წლების ავტომობილებს მართავდა, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დროინდელ ავტომობილებზე გადაჯდა, რომ გეთქვათ, რომ ეს ახალი ავტომობილები ბორბლებიანი საჰაერო ხომალდები არ იყო, გიჟად ჩაგთვლიდათ. დახვეწილი დიზაინი, ჰიდრავლიკური მუხრუჭები, ავტომატური გადაცემათა კოლოფები, რადიო...

1950-1960-იან წლებში, ამერიკაში ავტომობილები 150 ცხენის ძალიდან სამჯერ უფრო სწრაფი გახდა. მეოთხედი მილის დრო 20-დან 13-წამამდე შემცირდა.

იქნებ 1980-1990-იან წლებში მიაღწია გამოგონებებმა პიკს? უსაფრთხოების ზომები დაიხვეწა. უსაფრთხოების ბალიშმა რევოლუცია მოახდინა. წინაწამყვანი და ოთხივეწამყვანი სისტემები საშუალო დონის მძღოლებს ისეთი ავტომობილების გამოცდის საშუალებას აძლევდა, როგორებიცაა Porsche 959 და Nissan Skyline GT-R.

ახლა კი ელექტრიფიკაციის ერაში ვართ. ჰიბრიდულმა ავტომობილებმა მსოფლიო დაიპყრო. მომავალი კი სრულიად ელექტრო ავტომობილებისაა. თუმცა, რომელია გამოგონება, რომელმაც 140 წლის განმავლობაში ავტოინდუსტრიაში გარდატეხა შეიტანა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები