Aa Aa
20 ივნისი 2022  |  12:50

ერთადერთი V12 იაპონურად

გემრანელებს BMW მე-7 სერია და Mercedes S Class-ი ჰყავთ, ამერიკელებს კი Cadillac-ი. ამ ავტომობილების დანიშნულება ფუფუნებაა და თავის მფლობელებს კომფორტის ზეიმი შეუძლიათ მოუწყონ. ფრანგებს და იტალიელებს მსგავსი მოდელები არ ჰყავთ, თუმცა, როგორც ევროპის განუყრელი ნაწილები ისინიც გერმანული ავტომობილებით სარგებლობენ.

Coches curiosos: Toyota Century, el coche del Emperador

უკვე კარგად ვიცით, რომ იაპონური ავტოსამყარო ყოველთვის ჩაკეტილი და გარე მსოფლიოდან განსხვავებულია, ეს შიდა ბაზრისთვის წარმოებულ მოდელებს უფრო ეხებათ. ამ ქვეყანაში წარმოებული მოდელების უმრავლესობა ერთნაირი ნიშით არიან წარმოდგენილები. იაპონური ავტომობილები საწვავის ეკონომიური მოხმარებით, სიმსუბუქით და გამძლეობით გამოირჩევიან, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მათაც ჰყავთ ისეთი ავტომობილი, რომელსაც ზემოთ წარმოდგენილ მოდელებთან თავის მოწონება თამამად შეუძლია და მას Toyota აწარმოებს.

2005 TOYOTA CENTURY V12

აღნიშნული ავტომობილი იაპონიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის და მთავრობაში არსებული მაღალჩინოსნებისთვისაც არის განკუთვნილი. მიუხედავად ამისა საექსპორტო მოდელებსაც აწარმოებენ, რომელთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ამ მოდელს Toyota Century ჰქვია და იაპონურ ავტოწარმოებაში ამ რანგის ავტომობილებში ერთადერთია!

1997 Toyota Century V12 – NZ Autocar

ეს ავტომობილი იაპონურ ავტოინდუსტრიაში ერთადერთია, რომელსაც 12-ცილინდრიანი ძრავა აქვს. იგი 280 ცხენისძალას და 460 ნიუტონს გამოიმუშავებს. ავტომობილი 2000 კილოგრამია, მაგრამ იაპონური ტრადიცია აქაც დაცულია-100 კმ მანძილზე მხოლოდ 13 ლიტრ საწვავს მოიხმარს. არ გვგონია, რომ საწვავის მოხმარება ამ ავტომობილის მფლობელებისთვის პრობლემა იყოს, მაგრამ ამ ნაციის ადამიანები ძალიან ტრადიციულები არიან. ეს ნაციონალური ხედვა ამ ავტომობილს ყველაფერში ეტყობა. მისი პირველი მოდელი 1967 წელს გამოუშვევს და 30 წლის განმავლობაში უცვლელი იყო, დღევანდელ ჩვენ გმირსაც იგივე ეხება, იგი 1997 წელს გამოუშვეს და 2017 წლამდე იწარმოებოდა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ ორი მოდელი შექმნეს. საუკუნე ტყუილად არ გვიხსენებია, მისი სახელიც ხომ იგივეს ნიშნავს?!

For Sale: 1997 Toyota Century - V12 $34,995 USD Estimated — JDMbuysell.com

Toyota Century იაპონურ ავტომობილებში ერთადერთია 12 ცილინდრიანი ძრავით, მაგრამ მაინც ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ზოგიერთ მოდელს სავარძლები ნაჭრისაც კი აქვს, ცოტა უცნაურია, მაგრამ ალბათ ამ ხალხს სხვა შეხედულებები და პრიორიტეტები აქვთ. აღნიშნული ავტომობილი იმდენად დიდი რეპუტაციის იყო, რომ 2006-2008 წლებში მთავრობის დაკვეთით სპეციალური მოდელი დამზადდა, რომლითაც იაპონიის იმპერატორი სარგებლობდა, ამ მოდელს Royal-ი უწოდეს.

გაზიარება: