Red Bull-მა სათადარიგო პილოტი გუნდიდან რასისტული გამონათქვამის გამო დაითხოვა
Aa
Aa

Red Bull-მა სათადარიგო პილოტი გუნდიდან რასისტული გამონათქვამის გამო დაითხოვა

იური ვიპსის კარიერა დასრულებულია?

Red Bull Racing-მა ფორმულა 2-ის პილოტი იური ვიპსი გუნდიდან რასისტული გამონათქვამის გამო გააძევა.  

ვიპსმა ვიდეო თამაშის პირდაპირ რეჟიმში მსვლელობისას რასისტული მიმართვა გამოიყენა, რაზეც გუნდმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება.

გუნდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა:

„Red Bull Racing-მა უმცროსი პილოტი იური ვიპსი ყველა ვალდებულებისგან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. შემთხვევა სრულად იქნება გამოძიებული.

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ჩაგვრას და ჩვენს ორგანიზაციაში გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა რასისტული ენის ან ქმედებების მიმართ“.

ვიპსმა ბოდიშ უკვე ბოდიში მოიხადა, თუმცა, საეჭვოა, ეს რამეში დაეხმაროს.

View this post on Instagram

A post shared by Jüri Vips (@juri_vips)

„მსგავსი ენა სრულიად მიუღებელია და ჩემს ღირებულებებსა და პრინციპებს არ გამოხატავს. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. გამოძიებასთან ვითანამშრომლებ“, - წერს ვიპსი.

ესტონელი რედ ბულის ახალგაზრდული პროგრამის წევრი 2018 წელს გახდა. ფორმულა 3-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და ფორმულა 2-ში დაწინაურდა, სადაც ახლა მესამე სეზონს ატარებდა.

გარდა ფორმულა 2-ში მონაწილეობისა, ის ფორმულა 1-ში სატესტო პილოტიც იყო. ვიპსი ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონის ესპანეთის გრან პრის ვარჯიშებში მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები