Aa Aa
6 ივლისი 2022  |  15:15

უცნობი Opel Calibra Lotus-ის გენებით

ოცნების ავტომობილი ავტომოყვარულის წარმოსახვაში ისეთი უნდა იყოს, როგორც მხოლოდ მას წარმოუდგენია. ესეთ ავტომობილებს რეგულარულ მოდელებში იშვიათად შევხდებით, ისინი სათავეს ძირითადად საკულტო მოდელბიდან იღებენ. ნებისმიერი გერმანული მწარმოებლის სამოდელო სიაში შევხდებით მსგავს მოდელებს, ამ ეტაპზე Opel-ზე შევჩერდებით.

DLEDMV on Twitter: "#Artz #Opel #Calibra #Lotus... Oui, #Calibra ! -  https://t.co/8ePxXRenva - #DLEDMV #90s #Biturbo #Carlton #Günther_Artz  #Omega #Swap #Tuning https://t.co/aMz7Bu45CI" / Twitter

ამ კომპანიის ისტორიაში ყველაზე გიჟური ქმნილება Lotus-თან კოლაბორაციით შეიქმნა და ეს Lotus Omega იყო, ავტომობილი, რომელიც ლეგენდარულ bmw M5- ს შიშის ზარს სცემდა. კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება, რომ მსგავსი ურჩხული აეწყო, შესაბამისად საქმის პროფესიონალებს დასახმარებლად და თანამშრომლობისთვის მიმართეს, რისი შედეგიც ფლაგმანური და ყველასთვის საოცნებო Lotus Omega იყო. ეს ავტომობილი ორი დიდი მწარმოებლის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც დროში არასდროს დაიკარგება, თუმცა ოცნების ავტომობილის იდეა შეუზღუდავია და ამის გარდა კიდევ არსებობდა მოდელი, რომელიც არაფრით ნაკლები არ იყო Lotus Omega-ზე, უბრალოდ ის ერთი თავზეხელაღებული ავტოდილერის სურვილით იყო შექმნილი და შესაბამისად ნაკლები პოპულარულობით სარგებლობდა. თქვენს წინაშე Gunter Artz-ის ოცნების Opel Calibra-აა!

Artz Opel Calibra Lotus... Oui, Calibra ! De l'essence dans mes veines

Gunter Artz-ი გერმანელი ავტოდილერი იყო, რომელიც ავტომობილების ტიუნინგითაც იყო გატაცებული. მის სახელზე არაერთი ველური ხასიათის მოდელია შექმნილი და დღევანდელი ჩვენი გმირიც ამ სიას მიეკუთვნება. Opel Calibra ყოველთვის ასოცირდებოდა სპორტულ „კუპესთან“. მისი აეროდინამიკული ფომრები ყველაზე მეტად გვახსოვს, რადგან დანარჩენი Opel Vectra-ს ბაზაზე იყო შექმნილი. Artz-მა მასში ზემოდხსენებული Lotus Omega-ს აგრეგატები მოათავსა. ძრავა 377 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და ავტომობილს 280 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო. ეს ავტომობილი სტანდარტული მოდელისგან მხოლოდ ამ მონაცემებით არ იყო განსხვავებული, იგი 16 სმ-ით გრძელი და 12 სმ-ით განიერი იყო. Lotus Calibra 1700 კილოგრამს იწონიდა და მისი სვლა ძალზედ კომფორტულიც იყო. ინტერიერში მაჩვენებელთა დაფა, საჭე და ტყავის სავარძლები Lotus Omega-სგან ჰქონდა. გარე ვიზუალს რაც შეეხება, მისი წინა და უკანა ბამპერები კიდევ უფრო მეტად აეროდინამიკული იყო. უკეთესი გაგრილებისთვის წინა ბამპერს აგრესიული და დიდი ზომის საჰაეროები ჰქონდა დამატებული. მსგავს ავტომობილს შესაბამისი დისკები და საბურავები სჭირდებოდა, შესაბამისად artz-მა ამ საკითხზეც იზრუნა და ოცნების Calibra უფრო განიერი და დიდი ზომის საბურავებით აღჭურვა.

Tuner & Hersteller: das war früher... - Seite 44 - Andere Automarken Forum  - Carpassion.com

სტანდარტული Opel Calibra-ს ყველაზე მაღალი კომპლკექტაცია 45 000 გერმანული მარკა ღირდა, ხოლო Artz-ის ეს ველური ქმნილება კი 300 000, ეს თანხა კი 1993 წელს უდიდესი იყო. 1995 წელს აღნიშნული მოდელი ბოლოჯერ დაამზადეს და წარმოების 2 წლის განმავლობაში შექმნილი ეგზემპლიარების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა.

გაზიარება: