ჯეისონ მომოას თავისი Oldsmobile-ით ავარია შეემთხვა
ცნობილი მსახიობი მოტოციკლისტს პირისპირ შეასკდა.
24 ივლისს 42 წლის მსახიობს, რომელიც Aquaman-ის ვარსკვლავი გახლავთ, კალიფორნიაში ავტოავარია შეემთხვა. მომოა გზის დახვეულ მონაკვეთზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც 21 წლის მოტოციკლისტი საწინააღმდეგო მიმართულებიდან კუთხეს ჭრიდა.
ამ მანევრის შესრულებისას „ბაიკერმა“ ორი პარალელური ყვითელი ხაზი გადაკვეთა და მსახიობის 1970 წლის Oldsmobile-ს დაეჯახა. მოტოციკლისტი ტრანსპორტიდან გადმოვარდა და მომოას საქარე მინას მიეჯახა. საბედნიეროდ, დარტყმა ძლიერი არ აღმოჩნდა და მას სიცოცხლისთვის საზიანო ტრავმა არ მიუღია.
როგორც თვითმფხილველები ამბობენ, მომოა თავისი ახლად რესტავრირებული Oldsmobile 442-დან მყისიერად გადმოვიდა და დაშავებულისკენ გაეშურა. მან 911-ზე დარეკვა გამვლელებს სთხოვა. საბედნიეროდ მოტოციკლისტი მხოლოდ მცირედით დაშავდა. სასწრაფომ კი საავადმყოფოში მაინც გადაიყვანა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფეხი დაიზიანა.
TMZ-ის ვიდეოში თავად მსახიობიც ჩანს, რომელიც კადრში მანქანისკენ მიემართება. ის არ დაშავებულა. ინციდენტის გამომწვევ ზუსტ მიზეზზე გამოძიება მიმდინარეობს. მსახიობს კი ამ მომენტამდე მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.