ამ Ford Mustang-ს ნამდვილი პონივით გამოკვება მოუნდა
Aa
Aa

ამ Ford Mustang-ს ნამდვილი პონივით გამოკვება მოუნდა

Mustang-ის მძღოლი ჩვეულ ფორმაში.

Ford Mustang-ის თავის მოწონების მცდელობები, როგორც წესი, ცუდად სრულდება ხოლმე და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა.

ეს ვიდეო Reddit-ზე გამოქვეყნდა. Mustang-ის უშიშარმა მძღოლმა თავის მოწონება მარცხენა მოსახვევში შესრიალებით გადაწყვიტა. ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავიდა.

ეს არც პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როცა Mustang-ი ბალახზე გადადის. ეს ადგილი შესაძლოა ცხენისთვის საბალახოდ გამომდგარიყო, მაგრამ პონი ქარის ადგილი იქ არ არის.

Mustang-ის მძღოლი არ დაიბნა და გზაზე დაბრუნება მალევე შეძლო. როგორც ჩანს, მანქანა დაზიანებას გადაურჩა. თუმცა, მძღოლის ეგოზე იმავეს ვერ ვიტყვით.

დიდხანს მოცდა არ მოგვიწევს, სანამ ახალი თაობის მოდელის გმირობებსაც ვნახავთ. 14 სექტემბერს ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე განახლებული მოდელის დებიუტი შედგება.

2024 წლის Mustang-ს ძრავების მრავალფეროვანი არჩევანი ექნება. Cars & Coffee-ზე თავის მოწონების მსურველი მძღოლებისგან დამსწრეებს წინ კიდევ ბევრი მსგავსი სანახაობა ელით.

მსგავსი სიახლეები