იაპონიაში 2022 წლის Toyota Land Cruiser-ი მეორადი ავტომობილების ბაზარზე ახალზე ორჯერ ძვირად იყიდება
Aa
Aa

იაპონიაში 2022 წლის Toyota Land Cruiser-ი მეორადი ავტომობილების ბაზარზე ახალზე ორჯერ ძვირად იყიდება

ჩიპების მსოფლიო კრიზისმა მეორადი ავტომობილების ბაზარი შეცვალა.

ჩიპების ნაკლებობის გამო, Toyota-ს მოდელების ფასი იაპონიაში, მეორადი ავტომობილების ბაზარზე შესამჩნევად გაიზარდა.

2022 წლის Toyota Land Cruiser ZX-ის ფასი ივლისის ბოლოს $129,000 იყო, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ახალი Land Cruiser-ის ფასი.

ეს ტენდენცია მხოლოდ Land Cruiser-ს არ ეხება. Toyota Alphard მინივენის Executive Lounge S ვერსიის ფასი $56,000-დან $60,000-მდე გაიზარდა. მეორადი ავტომობილების ბაზარზე ახლის ფასს გადააჭარბა Corolla Cross და Harrier მოდელებმაც.

„ეს ტენდეცია იშვიათ და პოპულარულ ავტომობილებზე შეინიშნებოდა, მაგრამ ამდენი მოდელის მაგალითს პირველად ვხედავ“, - ამბობს Goodspeed სადილეროს დირექტორი იასუიუკი მაცუი.

Toyota-ს შეკვეთები წარმოუდგენლად დიდია. მათ 1 მილიონი შეკვეთა აქვთ დასაკმაყოფილებელი, რაც საშინაო ბაზარზე მათი მთლიანი წარმოების მესამედია. კლიენტებს Land Cruiser-ის და სხვა სუვების ლოდინი 4 წელი უწევთ. ბრენდს იმდენი შეკვეთა აქვს, რომ იაპონიიდან Land Cruiser-ზე, Alphard-სა და Harrier მოდელებზე შეკვეთების მიღება შეაჩერა.

გაორმაგებული ფასების პრობლემას არამხოლოდ იაპონიაში მოთხოვნა ქმნის. მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის განკუთვნილმა მოდელებმა, მაგალითად, Harrier-მა, პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა. გარდა ამისა, სადილეროები ხშრად სხვა სადილეროებზე ავტომობილებს აუქციონის წესით ყიდიან.

მსგავსი სიახლეები