კლასიკური ავტომობილები, განბაჟება, საკანონმდებლო ცვლილება
Aa
Aa

კლასიკური ავტომობილის ასაკობრივი ზღვარი 40-დან 30 წლამდე ოფიციალურად შემცირდა

დღეიდან კლასიკური ავტომობილის ასაკობრივი ზღვარი 40-დან 30 წლამდე შემცირდა. შესაბამისი ცვლილება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. ცვლილება დღეს, 2 აპრილს ამოქმედდა.

ცნობისთვის, კანონის თანახმად, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალება, რომლის წლოვანება 30 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად.

აღსანიშნავია, რომ კლასიკური ავტომობილისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ​3-ზე აქციზის განაკვეთია 1.0 ლარი. ხოლო ახალამოქმედებული რეგულაციების მიხედვით, 6 წელზე მეტი ასაკის (ახლა უკვე 30 წლამდე) ავტომობილების აქციზის გადასახადი 4.5 ლარამდე გაიზარდა.

 

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები