Aa Aa
11 ნოემბერი 2022  |  10:29

ამერიკაში სამართალდამცავებმა კატალიზატორების მასობრივი ქურდობის სქემა გაშიფრეს

იუსტიციის სამინისტრომ 21 ადამიანი დააკავა და $545 მილიონის კონფისკაციას ითხოვს.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ კატალიზატორების ქურდობის დიდი ჯაჭვი ამხილა, რომელიც რამდენიმე შტატში ერთდროულად მოქმედებდა. გამოძიებამ 5 შტატში 21 ადამიანი გამოავლინა, რომლებმაც ჯამში $545 მილიონიანი ქონება დააგროვეს.

ფედერალურმა სასამართლომ კალიფორნიაში 9 ადამიანს ბრალი მოპარული კატალიზატორების გადატანასა და ფულის გათეთრებაში დასდო. საკრამენტოს ჯგუფი კატალიზატორებს ადგილობრივი ქურდებისგან ყიდულობდა. შემდეგ ამ კატალიზატორებს ნიუ ჯერსიში კომპანია DG Auto-ს უგზავნიდნენ. ამ დანაშაულებრივი სქემით $38 მილიონი გამოიმუშავეს.

ბრალი ედებათ DG Auto-ს თანამშრომლებსაც. მათ იცოდნენ, რომ მოპარულ კატალიზატორებს ყიდდნენ და ამ პროცესში $545-ზე მეტი გამოიმუშავეს.

„გასულ წელს კალიფორნიაში ყოველ თვე 1 600 კატალიზატორს იპარავდნენ. იქ მოპარული კატალიზატორები მთელს შტატებში მოპარულების 37%-ია. ვამაყობ იმით, რომ 9 ადამიანი დავაკავეთ, რომლებსაც წვლილი არა მარტო კალიფორნიაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბებით ქურდობაში მიუძღვით“,- ამბობს აღმოსავლეთ კალიფორნიის პროკურორი ფილიპ ტალბერტი.

ამასთანავე ოკლაჰომაში 13 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ან სქემაში იყვნენ ჩართულები და ფულს ათეთრებდნენ. ისინი ქურდებისგან კატალიზატორების ყიდულობდნენ და შემდეგ DG Auto-ზე ყიდდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ამ სქემაში მონაწილეობით $13 მილიონი მოაგროვა, მეორემ - $45 მილიონი, მესამემ კი $6 მილიონი.

კატალიზატორების დიდი ნაწილი ძვირფას მეტალებს შეიცავს. მაგალითისთვის, ერთი უნცია პალადიუმის ფასი $1,901-ია. პლატინის - $984, როდიუმის $13,990. ქურდებს თითოეული კატალიზატორის გაყიდვა $1,000-ად შეეძლოთ. მათი ფავორიტი სამიზნე დიდი პიკაპები და Toyota Prius-ი იყო.

გაზიარება: