Aa Aa
15 ნოემბერი 2022  |  15:53

BMW მადრიდის რეალის ახალი სპონსორი გახდა: ვის რა მანქანა ერგება?

BMW-მ დაადასტურა, რომ კომპანია მადრიდის რეალის ოფიციალური სპონსორი იქნება - საფეხბურთო კლუბმა Audi-სთან თითქმის 20-წლიანი პარტნიორობა დაასრულა.

ახლახან მადრიდის რეალმა Audi-სთან 19-წლიანი პარტნიორობა დაასრულა. ესპანურმა კლუბმა ახალ შეთანხმებას BMW-სთან მიაღწია. მწარმოებელი სამეფო კლუბის ოფიციალური სპონსორი გახდა. ამიერიდან, კლუბის წევრების მობილობაზე ბავარიული ბრენდი იზრუნებს.

საინტერესო ისაა, რომ BMW სრულად ელექტრო მოდელების მიწოდებას აპირებს. ბავარიული კომპანია მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს, ქალთა ფეხბურთის პირველ გუნდსა და კალათბურთის გუნდის წევრებს მანქანებს გადასცემს. ისინი BMW-ს კატალოგიდან შემდეგ ელექტრომობილებს აარჩევენ - iX-ი, i4, iX3, i7 და iX1.


მადრიდის რეალისა და BMW-ს ხელშეკრულება „ბერნაბეუს“ სტადიონზე გარკვეულ გეგმებსაც მოიცავს. ორგანიზაციები სპეციალურ ჯილდოსაც შექმნიან.

მადრიდის რეალი „იდეალური პარტნიორია“ – BMW-ს აღმასრულებელი დირექტორი.

„მადრიდის რეალი არამხოლოდ წამყვანი სპორტული კლუბია, არამედ მუდმივ განვითარებაში მყოფი ორგანიზაციაა. ისინი სრულყოფილებისკენ მუდმივად ისწრაფვიან, რაც ნიჭს, ხარისხს და ლიდერობას ეფუძნება.“

მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი გასულ ოთხშაბათს მოაწერეს.

გაზიარება: