კლასიკური ავტომობილები, ბიემვი, ბიემვი ემ1
Aa
Aa

„დიდი სიამოვნებით შევქმნიდით ახალ M1-ს“ | BMW-ის ხელმძღვანელი

გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის ლეგენდარული მოდელი BMW M1 დაახლოებით 50 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. გარდა იმისა, რომ ეს მოდელი უკვე კლასიკადაა ქცეული და, ალბათ, BMW-ის ბევრ მოყვარულსაც მისი ფლობის სურვილი აქვს, ის არც აქტუალობას კარგავს და მუდმივად განხილვის თემად რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

ამის მიუხედავად, შუაძრავიანი სუპერქარი მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში იწარმოებოდა, რამაც ის უფრო მეტად ექსკლუზიურად და ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელადაც აქცია. თუმცა ამ მცირეხნიანი წარმოების გათვალისწინებითაც, M1-ის გავლენა ავტოინდუსტრიის ისტორიაზე განუზომელია. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, BMW-ს დღევანდელი ხელმძღვანელები მასზე ხშირად — და, რა თქმა უნდა, დიდი აღტაცებით — საუბრობენ.

„მე შეყვარებული ვარ ორიგინალ M1-ზე, თუმცა ახალი M1-ის შექმნაც ძალიან მინდა“, — განაცხადა BMW M-ის ხელმძღვანელმა ფრანკ ვან მილმა Frank van Meel BMWBlog-თან ინტერვიუში. მსგავს პოზიციას იზიარებს M-განყოფილების დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელიც, ოლივერ ჰაილმერიც.

მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს M1-ის პირდაპირი მემკვიდრე არასდროს შეუქმნია, კომპანია ამ იდეას წარსულში არაერთხელ დაუბრუნდა. ერთ-ერთი ყველაზე მიახლოებული მცდელობა ლეგენდარული მოდელის ხაზის გასაგრძელებლად 2019 წლის Vision M Next კონცეფტი იყო, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა იმისათვის, რომ სერიულ წარმოებაში აღმოჩენილიყო. პროექტი 600 ცხენისძალიანი, 4-ცილინდრიანი plug-in ჰიბრიდი გახლდათ — ჰიპერქარი, რომელიც, ავტორისა და ისტორიკოსის, სტივ საქსტის თქმით, „95%-ით მზად იყო საწარმოებლად“.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ეს მოდელი ბაზარზე 2022 წელს უნდა გამოჩენილიყო, თუმცა BMW-მ მიმართულება შეცვალა და მთელი თავისი ყურადღება BMW XM-სკენ მიმართა. კომპანიამ XM წარმოაჩინა როგორც M1-ის თანამედროვე მემკვიდრე, თუმცა ის ისეთი წარმატებული არ გამოვიდა, როგორსაც თავდაპირველად ვარაუდობდნენ. შედეგად, 2026 წლისთვის საბაზისო ვერსიის წარმოება შეწყდა და XM Black Label-ის ღირებულებაც შემცირდა.

M1-ის დაბრუნება ალბათ ბევრ ავტომოყვარულს გაახარებდა, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ, ასეთი მოდელის გამოჩენა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. შუაძრავიანი სუპერქარის განვითარებას მასშტაბური ინვესტიციები სჭირდება, რაც მსგავსდ ბუნდოვანი მომავლის გათვალისწინებით ინვესტორებისთვის დიდ რისკად შეიძლება იქცეს. რეალურადაც, დაბალი მოცულობის პროექტში დიდი თანხის ჩადება ამ ეტაპზე კომპანიებისთვის პრაქტიკულად არარაციონალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები