კახეთი, გზის აღდგენითი სამუშაოები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Aa
Aa

სიღნაღში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს | როდის დასრულდება პროექტი?

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ5-კმ15) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. იწყება სოფელ ჭოტორის დასავლეთით, გაივლის სოფლებს - ჭოტორსა და ნუკრიანს და მთავრდება ქალაქ სიღნაღის სამხრეთით, ერეკლე მეორის ქუჩის მიმდებარედ.

პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 15.3 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები