Tesla წელს 100 ეგზემპლარ Semi სატვირთოს გამოუშვებს
ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი 1 დეკემბერს Tesla Semi-ს მიწოდებას დაიწყებს.
Tesla ელექტრო სატვირთო Semi-ზე მინიმალურ ინფორმაციას ასაჯაროებდა. წარმოება ოქტომბერში ნევადას ქარხანაში დაიწყო.
როგორც ცნობილი იყო, ნევადას ქარხანას კვირაში მხოლოდ 5 სატვირთოს აწყობა შეეძლო. რაც იმას ნიშნავდა, რომ Tesla წელიწადში მხოლოდ 250 Semi-ს აწყობას მოახერხებდა.
— Tesla (@Tesla) November 16, 2022
თუმცა, კომპანიას უფრო დიდი გეგმები აქვს. ამიტომ, წარმოება ტეხასის ქარხანაში გადავა. 2024 წლისთვის კომპანიას წელიწადში 50 000 ეგზემპლარის წარმოება უნდა შეეძლოს. 2022 წლის ბოლომდე კი Tesla-მ 100 Semi უნდა გამოუშვას.
1 დეკემბერს ნევადას ქარხნიდან პირველი Semi გავა და ამისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიებას Tesla-ს აქციების მფლობელები დაესწრებიან. იქ იქნება ილონ მასკიც.
„ჩვენს წარმოებულ პირველ Semi-ს1 დეკემბერს Pepsi-ს გადავცემთ. მეც იქ ვიქნები“, - წერს ილონ მასკი.