Aa Aa
2 დეკემბერი 2022  |  10:54

Ferrari F50-ს V12-ის ასამუშავებლად მიწოლა დასჭირდა

ხანდახან მიწოლა ექსკლუზიურ სუპერქარებსაც სჭირდება.

როცა ავტომობილი გიფუჭდება სხვებისთვის დახმარებისთვის თხოვნა საკმაოდ უხერხული პროცესია. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა Ferrari F50 გყავს და მისაწოლად უცხოების დახმარება გჭირდება. ამ ვიდეოში სწორედ ეს იშვიათი შემთხვევაა გადაღებული.

ვიდეო იწყება იმით, რომ 6 ადამიანი F50-ს აწვება. არ ვიცით, რა მოხდა ჩაწერის დაწყებამდე და რატომ დასჭირდა სუპერქარის მძღოლს დახმარება. მოძრაობა საკმაოდ მსუბუქია და ეს საქმეს ამარტივებს. როცა ავტომობილი გორვას იწყებს, V12 ცოცხლდება. მძღოლი დამხმარეებს ხელს უქნევს, მადლობას ეუბნება და უკან ბოლს ტოვებს.

Ferrari F50-ს დებიუტი 1995 წლის ჟენევას ავტოშოუზე შედგა. ეს ავტომობილი იტალიურმა ავტომწარმოებელმა თავის 50-ე იუბილეს მიუძღვნა. F50 განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, ამიტომ ეგზემპლარების რაოდენობა 349-მდე შეზღუდეს.

Mercedes-AMG One-ამდე ათწლეულებით ადრე F50-ში ფორმულა 1-ის ძრავა ჩასვეს. 4.7-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავა Ferrari-ს 1990 წლის ფორმულა 1-ის ბოლიდის ძრავის ვერსიაა, რომელიც ამ შემთხვევაში 512 ცხენის ძალასა და 471ნმ-ს გამოიმუშავებს. F50 100კმ/სთ-მდე 3.87 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 325კმ/სთ.

გაზიარება: