რა ღირს საწვავი ევროპის ქვეყნებში?
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა (0,01) და ლიტრაზე 1,45 ევროს შეადგენს. ხოლო დიზელის საწვავის საშუალო ღირებულება, ლიტრაზე 1,40 ევროთი განისაზღვრება.
ევროპის ქვეყნების მასშტაბით, საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, დანიასა და ისლანდიაშია. აღნიშნულ ქვეყნებში საწვავის ღირებულება, ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს, დაახლოებით 25-30%-ით აღემატება.
30 აპრილის მონაცემებით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 2,09 ევროს შეადგენს, A-98 მარკის ბენზინი - 2.26 ევროს, ხოლო დიზელის საწვავი 1,79 ევრო ღირს. ნორვეგიაში, იმავე ტიპის საწვავისთვის, ღირებულება შესაბამისად, 1,74 ევრო, 1,89 ევრო და 1,61 ევროა, ხოლო ფინეთში 1,81 ევრო, 1,91 ევრო და 1,72 ევრო.
ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია. რუსეთის ფედერაციაში, ტიპების მიხედვით, საწვავის ღირებულება შემდეგია: A-92 მარკის ბენზინი - 0,612 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0,66 ევრო A-98 მარკის ბენზინი - 0,88 ევრო, დიზელის საწვავი - 0,76 ევრო.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი 1,101 ევრო ღირს, A-95 მარკის ბენზინი - 1,17 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,53 ევრო, დიზელის საწვავი - 1,15 ევრო; აზერბაიჯანში: A-92 მარკის ბენზინი - 0,570 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0,83 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,19 ევრო; დიზელის საწვავი - 0,52 ევრო; ხოლო თურქეთში: A-95 მარკის ბენზინი - 1,03 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,04 ევრო, დიზელის საწვავი - 1,03 ევრო.