2022 წლის BMW-ს მე-5 სერია მე-3 სერიას დაამსგავსეს
BMW ერთსა და იმავე ავტომობილებს უბრალოდ სხვადასხვა სიგრძის მქონე ძარებით აწარმოებს.
BMW საიდუმლოს ვერ ინახავს, ინფორმაცია სხვადასხვა ადგილიდან ჟონავს. მაგალითისთვის, ამ კვირაში 2022 წლის მე-2 სერიის კუპეს და iX3-ის კროსოვერის სურათები ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. მორიგი BMW-ს მოდელის არსებობის შესახებ ინფორმაცია და სურათები ოფიციალურ დებიუტამდე გავრცელდა. ეს 2022 წლის მე-5 სერია გახლავთ.
როდესაც G30 თაობის მე-5 სერია გამოუშვეს, მის წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდებოდა, უფრო მოდელის ექსტერიერის დიზაინის მორიგ განახლებას ჰგავდა, რომელსაც ბავარიული ავტომწარმოებელი Life Cycle Impulses უწოდებს. რაც შეეხება მომდევნო განახლებას, მე-5 სერიის დიზაინი მე-3 სერიასთან ბევრ საერთო ელემენტს გაიზიარებს.
ერთის მხრივ, ეს BMW-ს ბრენდს ხაზს გაუსვამს და სხვა ავტომწარმოებლებისგან მეტი საერთო ნიშნით განასხვავებს, მეორეს მხრივ, თვითონ ავტომწარმოებლის მოდელებს შორის სხვაობა აღარ იკვეთება და ყველა მოდელი ერთმანეთს ჰგავს, რაც კომპანიაში არსებული მოდელების ე.წ. „კანიბალიზმი“ შეიძლება გამოიწვიოს.
BMW-ს დამახასიათებელი განათება, ზედმეტსახელად Angel Eyes, როგორც დიზაინის ელემენტი უკვე დიდი ხანია ამოღებული. განახლებული მე-5 სერიის დღის განმავლობაში მოქმედ განათებას ორმაგი გოლფის ჯოხის ფორმა აქვს. გასათვალისწინებელია, რომ ეს ევროპის ბაზრისთვის გათვლილი ვერსიაა, ამიტომ ჩრდილო ამერიკის მოდელი ვიზუალურად შეიძლება განსხვავებული იყო. მე-5 სერიის საერთო ელემენტი - ცხაურა - უცვლელი დარჩება, რომელიც, როგორც ჩანს, ზომაში არ მოიმატა. BMW გამოსწორების გზაზე დადგა?!
ახალ მე-5 სერიას შეცვლილი გაბარიტული მაშუქები აქვს. დიდი ალბათობით, ინტერიერიც უყურადღებოდ არ დარჩება. ინფორმაციულ-გასართობი სისტემის, ძალოვანი აგრეგატისა და დაკიდების სისტემის განახლებებზე ავტომწარმოებელი ინფორმაციას არ ავრცელებს.