Zagato-მ Alfa Romeo Giulia კუპე წარმოგვიდგინა
Zagato დანაკლისის შესავსებად ყოველთვის მზადაა.
Alfa Romeo Giulia-ს კუპეს გამოშვებაზე ჯერ-ჯერობით უარს ამბობს. ეს საქმე თავის თავზე Zagato-მ აიღო და შედეგი შთამბეჭდავია.
ლეგენდარულმა იტალიურმა ძარების დამამზადებელმა კომპანიამ Alfa Romeo Giulia SWB Zagato წარმოგვიდგინა, რომელიც Giulia სედანის პლატფორმაზეა დაფუძნებული.
ეს პროექტი 2021 წელს Zagato-სა და Alfa Romeo-ს პირველი თანამშრომლობიდან 100 წლის იუბილეზე დაიწყო. პირველი თანამშრომლობის შედეგი Alfa Romeo G1 Zagato იყო, რომელიც 1921-1923 წლებში იწყობოდა.
Zagato-ს გუნდმა Alfa Romeo-ს დიზაინის გუნდთან ერთად იმუშავა. კორპუსი თითქმის მთლიანად კარბონისაა. Zagato-სთვის დამახასიათებელი 2-დანაყოფიანი სახურავი ადგილზეა.
დონორი ავტომობილი Giulia Quadrifoglio იყო. ზოგიერთი ნაწილი Giulia Quadrifoglio GTAm-ისგან ისესხეს. მათ შორის 2.9-ლიტრიანი V6 ძრავა, რომელიც 532 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უკანა თვლებზე ძალა 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ნაწილდება.
თვლების ბაზა დაამოკლეს. SWB იშიფრება, როგორც Short Wheelbase, ანუ თვლების მოკლე ბაზა. წინა მაშუქები Alfa Romeo Tonale კროსოვერისგანაა.
ამჟამად მხოლოდ ერთადერთი Alfa Romeo Giulia SWB Zagato არსებობს და ის გერმანელი კოლექციონერისთვისაა. მის კოლექციაში Zagato-ს არაერთი ავტომობილია. მას ასევე S.Z. ჰყავს, რომელსაც ყოველდღიური გადაადგილებისთვის იყენებს.