საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია: მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა
Aa
Aa

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია: მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა

რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა მოყინულ გზებზე გადაადგილებისას?

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში ამინდი გაუარესდა. თოვლის გამო ავარიების შემთხვევებმა იმატა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მძღოლებისთვის მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევაა ჩამოთვლილი:

  1. სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი);
  2. შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე);
  3. მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას;
  4. დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია;
  5. მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი;
  6. აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია;
  7. დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია);
  8. დაღმართზე არ აკრიფო ინერცია;
  9. თუ მოგისრიალდა გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა;
  10. თუ არ გიყენია თოვლის საბურავი, თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან.

ფედერაცია ასევე აღნიშნავს, რომ „M+S არ არის მოყინული გზის საბურავი, თუ არ აწერია winter, ან არ ახატია თოვლის ფიფქი“.

მსგავსი სიახლეები