იშვიათი ავტომობილები, ჰიპერქარი, ბუგატი, კრიშტიანუ რონალდუ, ბუგატი ჩენტოდიეჩი
Aa
Aa

ეს სუპერქარი მხოლოდ 10 ერთეული არსებობს | ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუს ჰყავს

სუპერქარების სამყაროში ალბათ დიდი იშვიათობაა რაიმემ გაგვაოცოს. თუმცა არსებობენ მოდელები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას გამოშვების პირველი დღიდან იპყრობენ. რა გასაკვირია, რომ მსგავსი ავტომობილების უდიდესი ნაწილი Bugatti-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება და ასეთი გამორჩეული სწორედ Bugatti Centodieci-ია.

მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი ჰიპერქარი მხოლოდ 10 ეგზემპლარად არსებობს. შესაბამისად, მისი ფლობის სიამოვნებაც მკაცრად შეზღუდული ელიტარული ჯგუფის წევრებს არ სცდება. მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუ, რომლის ავტოფარეხში Bugatti Centodieci-ის ერთ-ერთი მოდელი ინახება.

Bugatti Centodieci-ი 8-ლიტრიანი W16 ძრავით აღჭურვილი მონსტრია, რომელიც 1 578 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდელს შესაძლებლობას აძლევს 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.4 წამში აჩქარდეს, მაქსიმალურ სიჩქარეს 380 კმ/სთ-ზე მიაღწიოს. მაბრუნი მომენტი კი, 1 600 ნიუტონ მეტრს უტოლდება. რონალდუს 2022 წლის Bugatti Centodieci-ი $9 მილიონადა შეფასებული.

რეტრო თემატიკებით, ეს მოდელი შესაძლოა ბევრს 90-იანების შეგრძნებებსაც უღვიძებს. კორპუსი სრულად კარბონისაა, რაც თავის მხრივ მანქანის წონასაც ამცირებს. შუაძრავიანი სრულად ამძრავი სუპერქარი 1 975 კილოგრამს იწონის.

საინტერესოა, რომ Centodieci-ის მფლობელთა სრული სია გასაჯაროებული არაა. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე პირზე გვაქვს ინფორმაცია, რომელთაგან ყველაზე ცნობილი სწორედ პორტუგალიელი ფეხბურთელია. რაც შეეხება Centodieci-ის სხვა მფლობელებს, დაზუსტებულად ვიცით, რომ მათ რიგებში მილიარდერი ბიზნესმენი ფრანცუა პეროდო, Blattner Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ ბლატნერი და შვეიცარიელი კოლექციონერი ფრიც ბურკარდი ირიცხებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები