თბილისი, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

მომდევნო თვეებში თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე, 28 ივნისიდან, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებს დაწყების გამო, 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

უფრო კონკრეტულად, სამუშაოების პერიოდში,  საავტომობილო მოძრაობა  ეტაპობრივად ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე შეიზღუდება - გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.

პარალელურად, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა  მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან, ოთხი თვის განმავლობაში, ნაწილობრივ შეიზღუდება.

ასევე, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას ხიდის მხოლოდ ორ  სამოძრაო ზოლში ორმხრივად შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები