საზღვაო გადაზიდვა, ელექტრომობილები, ხანძარი, პორშე, ლამბორგინი, მორნინგ მიდასი
Aa
Aa

ელექტრომობილებით დატვირთული ცეცხლმოკიდებული გემი გაუჩინარდა

Morning Midas-ზე ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გემი, რომელსაც 3 000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა ჩაიძირა. აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, გემმა ჩაძირვა საღამოს 5:35 საათისთვის დაიწყო და ახლა დაახლოებით 4 999 მეტრის სიღრმეზეა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებულ გემზე 3 048 მანქანა იყო განთავსებული, მათ შორის 681 ჰიბრიდი და 70 ელექტრომობილი. ვარაუდობენ, რომ ხანძარი სწორედ ელექტრომობილების განყოფილებაში გაჩნდა და მხოლოდ შემდეგ გავრცელდა სხვა ავტომობილებზეც. თუმცა ეს ვარაუდი ჯერ დამტკიცებული არ არის.

აქვე აღსანიშნავია, რომ გემის ჩაძირვის მომენტში ბორტზე 350 ტონა საზღვაო გაზის ზეთი და 1 530 ტონა ძალიან გოგირდის დაბალი შემცველობის საწვავი იყო. სანაპირო დაცვის ცნობით, ხილული დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა მონიტორინგი გრძელდება. ადგილზე ასევე რჩება ორი სამაშველო გემი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი აღჭურვილობაც აქვთ.

გემზე ხანძარი ივნისის დასაწყისში გაჩნდა. მიუხედავად ეკიპაჟის მცდელობისა, ხანძარი ბორტზე არსებული აღჭურვილობის გამოყენებით ჩაეხშო, მათ მისი ლოკალიზაცია ვერ შეძლეს. 22-კაციანმა ეკიპაჟმა გემი მიატოვა და ტერიტორია სამაშველო ნავის დახმარებით დატოვა. Morning Midas-მა ჩინეთის პორტი 26 მაისს დატოვა და მექსიკის მიმართულებით აიღო გეზი.

ეს ინციდენტი ელექტრომობილების გადამზიდ გემებზე ხანძრების გაჩენის შემაშფოთებელი ტენდენციის ნაწილია. 2022 წელს, Felicity Ace-ს, რომელსაც თითქმის 4 000 მანქანას (მათ შორის Porsche-ესა და Lamborghini-ის მოდელები) გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა. ორკვირიანი წვის შემდეგ, გემი საბოლოოდ ჩაიძირა.

 

 

მსგავსი სიახლეები