ხერარდ პიკე სამსახურში Twingo-თი მივიდა
პიკემ შაკირას უპასუხა.
ფეხბურთელი ხერარდ პიკე და მომღერალი შაკირა, 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ.
წინა კვირას შაკირამ სიმღერა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ყოფილ მეუღლეს დასცინის და ამბობს, რომ მან Ferrari Twingo-ში გაცვალა, ხოლო Rolex-ი Casio-ში. Twingo-ში მომღერალი პიკეს ახალ პარტნიორ კლარა მარტის გულისხმობს.
პიკემ შაკირა პასუხის გარეშე არ დატოვა და დილით სამსახურში Renault Twingo-თი გამოცხადდა. სურათში ჩანს, რომ ავტომობილი ავტოსადგომზეა გაჩერებული. მის გვერდით კი ესპანელი ფეხბურთელი დგას და იღიმის.
£8000 ღირებულების ავტომობილით „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი თავისი პროექტის King's League-ის ოფისში მივიდა.
In Shakira’s latest song, she said her ex husband Pique traded in a Ferrari for a Twingo.
— Barstool Sports (@barstoolsports) January 15, 2023
So, Pique showed up to work today in a Twingo. @StoolFootball pic.twitter.com/sjGHD3ACDA