Aa Aa
20 იანვარი 2023  |  11:08

Lamborghini V12 ძრავას დაემშვიდობა: Aventador-ის შთამომავალი გზაშია

ჰიბრიდული ერის დაწყებამდე, Lamborghini-მ V12-ძრავიანი ავტომობილები შეკრიბა.

Lamborghini-მ V12 ძრავა პირველად 1963 350GT-ში გამოიყენა. ამ ძრავის განახლებული ვერსია კი 2011 წელს Aventador-თან ერთად გამოჩნდა. პირვანდელი 12-ცილინდრიანი ძრავა სარბოლო ავტომობილისთვის იყო შექმნილი. შემდეგ ჩვეულებრივ გზებზე გადმოინაცვლა. ძრავის წონა 232 კილოგრამამდე შემცირდა.

Miura-ში, რომელსაც ბევრი პირველ სუპერქარად მიიჩნევს, ძრავა შუაში და ოდნავ უკან იყო მოთავსებული. ინჟინრებმა ის 90 გრადუსით მოაბრუნეს. Countach-ში, წონის უკეთესი განაწილებისთვის, ძრავა კიდევ 90 გრადუსით შემოატრიალეს. 1993 წელს ძრავა ოთხივეწამყვანი Diablo VT-სთვის განაახლეს. 

Murcielago-ში ძრავის მოცულობა 3.5-დან 6.5 ლიტრამდე გაიზარდა. 7.2-ლიტრიანი V12 LM 002-ში გამოიყენეს და 700 ცხენის ძალა მიიღეს.

Aventador-ისთვის კი ძრავა სულ თავიდან ააწყეს. პირვანდელ ვერსიას 690 ცხენის ძალა ჰქონდა. Ultimae-ში ცხენის ძალების რაოდენობა 780-მდე გაიზარდა. მხოლოდ ტრეკისთვის განკუთვნილ Essenza-ს კი 830 ცხენის ძალა აქვს.

Lamborghini-ს თქმით, Aventador-ის შთამომავლის დებიუტი 2023 წლის პირველ კვარტალში შედგება. მას სრულიად ახალი V12 ძრავა ექნება. შიგაწვის ძრავა ჰიბრიდული აგრეგატის ნაწილი იქნება. ეგზოტიკური ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი 2024-წლისთვის ელექტრიფიცირებული Urus-ის და Huracan-ის გამოშვებასაც გეგმავს. სრულიად ელექტრო ავტომობილის გამოსვლას კი 2030 წლისთვის უნდა ველოდოთ.

გაზიარება: