Aa Aa
23 იანვარი 2023  |  10:47

ვიდეო: ორი ქალი Tesla Model 3-ში საწვავის ჩასხმას ცდილობს

მიუხედავად იმისა, რომ სხვა მძღოლები აფრთხილებდნენ, ქალი მაინც საწვავის ჩასასხმელს ეძებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ელექტრო ავტომობილები საკმაოდ პოპულარულია, მათთან ადაპტაცია ზოგს ისევ უჭირს.

მაგალითისთვის, ჯერ კიდევ გვხვდება ვიდეოები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ ელექტრო ავტომობილებში საწვავის ჩასხმას. არ ვიცით, დადგმულია თუ ეს მართლა მოხდა. თუ დადგმულია, მაშინ მოქმედი პირები ძალიან კარგი მსახიობები ყოფილან.

ეს ვიდეო ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცმა გადაიღო. Tesla Model 3 ჩერდება. 2 ახალგაზრდა ქალი გადმოდის და საწვავის ავზის თავსახურის ძებნას იწყებს. ერთ-ერთი კაპოტს ხდიან, თუმცა, იქ ვერაფერს პოულობენ. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ხელში  საწვავის ჩასასხმელს იღებს. როცა წინ ავზის თავსახური ვერ იპოვეს, საძებნელად უკან გადაინაცვლეს.

სწორედ ამ დროს, მამაკაცმა, რომელიც ვიდეოს იღებდა, დახმარება გადაწყვიტა. ცდილობს აუხსნას, რომ Tesla ელექტრო ავტომობილია და საწვავის ჩასმა არ სჭირდება. თუმცა, ვიდეო იმით სრულდება, რომ ქალები საწვავის ჩასხმას მინის საწმენდი სითხის ავზში ცდილობენ...

გაზიარება: