Aa Aa
2 თებერვალი 2023  |  11:20

სანქციების გამო „ლადას“ მოდელები მხოლოდ სამ ფერში გამოდის

ცნობილმა რუსულმა კომპანიამ, „ავტოვაზმა“, ლადას მოდელების მხოლოდ სამ ფერში გამოშვება გადაწყვიტა. აგრესორების უკრაინაში შეჭრის შედეგად დაკისრებულმა სანქციებმა რუსეთში საღებავის დეფიციტი გამოიწვია. ეს პრობლემა მინიმუმ მარტამდე იქნება.

დილერების ცნობით, დღეს „ლადას“ მოდელის შეძენა მხოლოდ თეთრ, შავ და მუქ მწვანე ფერშია შესაძლებელი. მანქანების სხვა ფერში შეძენა კი მარტამდე ვერ მოხერხდება. აქამდე კი ავტომობილები შვიდ ფერში გამოდიოდა.

„ავტოვაზის“ წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ მათ მომწოდებლებთან მუდმივი კონტაქტი აქვს. არსებულ პრობლემას კი რამდენიმე კვირაში მოაგვარებენ. საინერესოა ის, რომ რუსული წარმოების საღებავებს კომპანიის მარაგებში მხოლოდ 5%-იანი წილი უჭირავს.

ბიზნესის ევროპული ასოციაციის მიხედვით, „ლადას“ ავტომობილების გაყიდვა ქვეყნის გარეთ თითქმის ორჯერ შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბრენდი შიდა ბაზარზე კვლავ ლიდერი რჩება. 2022 წელს რუსეთში გაყიდული ავტომობილების 59% ეროვნული წარმოების იყო.

ოკუპანტების უკრაინაში შეჭრისთვის დაკისრებულმა სანქციებმა რუსეთის ავტოინდუსტრიას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. იმპორტირებული საავტომობილო კომპონენტების შეჩერებამ „ავტოვაზის“ ქარხნების უმეტესობა გააჩერა. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. უცხოური ავტომწარმოებლებმა - Renault-მ, Volkswagen-მა, Skoda-მ, BMW-მ, Mercedes-Benz-მა და Nissan-მა - კი აგრესორების ტერიტორიაზე ავტომობილების გაყიდვაზე უარი თქვეს.

გაზიარება: