Aa Aa
27 თებერვალი 2023  |  11:04

ვიღაცამ უახლესი BMW M3 Touring-ი უკვე დაამტვრია

ამ დამტვრეული, 2023 წლის BMW M3 Touring-ის ფასი 80 000$-ია.

BMW M3 Touring-ი ის ავტომობილია, რომელსაც მოყვარულები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. მოდელის შეძენა რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი. ვიღაცამ კი ერთ-ერთი ეგზემპლარის დამტვრევა უკვე მოახერხა.

ეს M3 Touring-ი, შვეიცარიაში, AutoScout24-ის პლატფორმაზე გასაყიდადაა გამოტანილი. მანქანას შესაკეთებლად სერიოზული სამუშაოა გასაწევი. მიუხედავად ამისა, მისი ფასი მაინც მაღალია. მფლობელი 72 999 შვეიცარიულ ფრანკს ითხოვს, რაც 80 000$-ის ეკვივალენტია.



ამ თანხის სანაცვლოდ, თქვენ დაბალგარბენიან M3-ს მიიღებთ, რომელსაც „სახეზე“ ოპერაცია სჭირდება. განცხადებაში არ არის აღნიშნული თუ რას არის დაჯახებული ეს სპორტული უნივერსალი. წინა ბამპერი მანქანას საერთოდ არ აქვს. ცხაურაც გამქრალია. მარცხენა მაშუქი აღარ არსებობს, ხოლო მარჯვენა გატეხილია. დაკეცილი კაპოტის აღდგენა კი შეუძლებელია.


სავარაუდოდ, დაზიანებულია ავტომობილის გამაგრილებელი სისტემაც. სურათში დეფორმირებული რადიატორი ჩანს. თავისი ფორმა აქვს დაკარგული ალუმინის ლარტყასაც. სამწუხაროდ, გახსნილია უსაფრთხოების ბალიშებიც.

მაღალი ალბათობით, შვეიცარიაში ამ M3-ის აღდგენას არავინ დააპირებს. ის დაიშლება და ნაწილებად გაიყიდება. თუმცა, თუ საქართველოში მალე ახალი M3-ის შავ უნივერსალს გადაეყრებით არ უნდა გაგიკვირდეთ.

გაზიარება: