Hondata-ს Honda Civic Type R: 375 ც.ძ. მხოლოდ დასაწყისია
Aa
Aa

Hondata-ს Honda Civic Type R: 375 ც.ძ. მხოლოდ დასაწყისია

ბოლო თაობის 306-ცხენისძალიან და 400 ნმ მაბრუნი მომენტის მქონე Honda Civic Type R-ს ნელს ვერ დავარქმევთ, მაგრამ არარსებულია, რომ ვინმეს უფრო მეტი სიმძლავრის არ სწყუროდეს. Hondata-ს მიერ გადამუშავებული საწვავის მიწოდების სისტემა Type R-ის მფლობელებს მომატებული სიმძლავრით გააბედნიერებს.

განახლების პაკეტში ახალი საფრქვევები, საწვავის ტუმბო, საწვავის სადენები და Hondata FlashPro ძრავის კომპიუტერი შედის, რომელსაც რამდენიმე სახის პროგრამული განახლება მოჰყვება. Hondata-ს განახლება Type R-ის მფლობელებზე იქნება ორიენტირებული, შესაბამისად, მათი სატესტო ავტომობილიც Civic Type R-ი იყო, რომელსაც გაუმჯობესებული ჰაერის გაგრილების რადიატორით და მაღალი გამტარობის „კატალიზატორით“ იყო აღჭურვილი. 91-ოქტანობის საწვავზე ტესტირების შედეგად მათ 375 ცხენის ძალა და 575 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი მიიღეს.

მსგავსი მონაცემების მიღება მექანიკური ჩარევის გარეშე, მხოლოდ Hondata FlashPro-ს გამოყენებითაც არის შესაძლებელი, რომელიც $695 ღირს. იმისათვის, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ქარხნული ძრავის კომპიუტერზე დაყენდეს, $500-ის დამატება მოგიწევთ. იაფიანი განახლება არაა, მაგრამ, $2,850-იან საწვავის სისტემის განახლებასთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომია. თუმცაღა, ზუსტად იმავე ცხენის ძალის და მაბრუნი მომენტის მაჩვენებლების მისაღწევად ეთანოლის ნარევი საწვავის გამოყენება დაგჭირდებათ. 46% ეთანოლის და 91-ოქტანობის საწვავის ნარევის გამოყენების დროს, ტესტირების შედეგად მაჩვენებელი 415 ცხენის ძალასა და 607 ნიუტონ-მეტრამდე გაიზარდა. ტურბო კომპრესორის განახლების, "კატალიზატორის"  მილით ჩანაცვლების შემდეგ და 40%-იანი ეთანოლის ნარევის გამოყენებით, საბოლოო მაჩვენებელი 477 ცხენის ძალას და 593 ნმ მაბრუნ მომენტს მიაღწია. Hondata FlashPro-ში ზუსტად ამ სამ კომბინაციაზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა არის ჩაწერილი.

მათთვის, ვინც ცხენის ძალის მომატებას უფრო სერიოზულად უყურებს, Hondata ექსკლუზიურ ტიუნინგს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ავტომობილის მაჩვენებელი, რომელსაც განახლებული საწვავის სისტემა და გაუმჯობესებული ტურბო კომპრესორი ჰქონდა და სარბოლო საწვავზე მუშაობდა, საოცარ 550 ცხენის ძალას და 650 ნმ მაბრუნ მომენტს გაცდა.

ეს იმის მაგალითია, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და ავტომობილს გაძლიერების რამხელა პოტენციალი აქვს.

 

მსგავსი სიახლეები