ელექტრო Alfa Romeo Giulia-ს 1000 ცხენის ძალა ექნება
Aa
Aa

ელექტრო Alfa Romeo Giulia-ს 1000 ცხენის ძალა ექნება

ელექტრო Giulia Tesla Model S Plaid-ის კონკურენტი უნდა იყოს.

Alfa Romeo 2027 წლამდე ყოველ წელს სულ მცირე 1 ელექტრო ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. იმ დროისთვის „ალფა“ ელექტრო ავტომობილების ბრენდი უნდა იყოს.

ერთ-ერთი მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში ელექტრო გახდება, Giulia-ა. ელექტრო Giulia-ს 1000 ცხენის ძალა ექნება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჟან-ფილიპ იმპარატოს თქმით, ელექტრო Giulia ამ ათწლეულის შუაში გამოვა. საბაზისო მოდელს 345 ცხენის ძალა ექნება, Veloce ვერსიას - 790, ყველაზე ძლიერ Quadrifoglio-ს კი 1000 და Tesla Model S Plaid-ს გაუწევს კონკურენციას.

ელექტრიფიცირებული Giulia მშობელი კომპანიის, Stellantis-ის, STLA Large პლატფორმაზე იქნება. ამ პლატფორმაზევე იქნება Dodge-ის ელექტრო ავტომობილი, რომელიც 2024 წელს გამოვა. 800-ვოლტიანი არქიტექტურის წყალობით, სწრაფი დამუხტვაა შესაძლებელი. 10-80%-მე ავტომობილის დასამუხტად მხოლოდ 20 წუთია საჭირო.

Alfa Romeo-ს პირველი ელექტრო ავტომობილი 2024 წელს გამოვა და მას Brennero ერქმევა. ეს სუბკომპაქტური კროსოვერია, რომელიც Jeep Avenger-ის ტყუპისცალია. მათი მონათესავე იქნება ახალი Fiat Panda-ც.

2025 წელს ელექტრო Giulia-ს ვიხილავთ, 2026 წელს კი ელექტრო Stelvio-ს დრო დადგება. 2027 წელს კი SUV-ს უნდა ველოდოთ.

ელექტრო ავტომობილების გამოშვებამდე, Alfa Romeo ელექტრო ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც 6C ერქმევა. დებიუტი ზაფხულში შედგება. მას ტვინ ტურბო 2.9-ლიტრიანი V6 ძრავა და ჰიბრიდული სისტემა ექნება.

მსგავსი სიახლეები