Aa Aa
3 მარტი 2023  |  11:22

ეს მონეტებით გაფორმებული Tesla Model X თითოეული თეთრი ღირს

მანქანის მონეტებით გაფორმება არა მგონია კარგი იდეა იყოს.

როგორც ჩანს, იუტას ერთ-ერთი მოქალაქისთვის „გალვინგის“ სტილის უკანა კარები და შთამბეჭდავი წარმადობა ბევრს არაფერს ნიშნავს. მან მთლიანი მანქანა, გამორჩეულობისთვის, მთლიანად ნიკელით დაფარა. თვალშისაცემი მონეტებით მანქანა სრულად შეფუთულია. შედეგად მისი ვერ შემჩნევა შეუძლებელია. თუმცა, როგორ მოქმედებს ეს მანქანის წონაზე საინტერესოა.

ამ ავტომობილის სურათები Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დათვალა თუ რამდენი მონეტა დასჭირდებოდა მფლობელს ამ სამუშაოსთვის. აღმოჩნდა, რომ კორპუსის დასაფარად 14 112-დან 14 238 მონეტამდე იყო საჭირო. ეს კი ცოტა თანხა არ არის.

ამავე პიროვნებამ ეს მაჩვენებელი წონებშიც გადაიყვანა და 74კგ მიიღო. ამას დარღვეული აეროდინამიკაც ემატება. საგულისხმოა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მანქანა ისეთივე ეკონომიური არ იქნება, როგორც აქამდე.

თუმცა, რას არ გააკეთებს ადამიანი სილამაზისთვის? მონეტები 710$-ის ეკვივალენტი გამოდის, რაც ნებისმიერ ფირზე იაფია.

მოგწონთ მანქანის კორპუსის ასეთი გაფორმება? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ავტომობილი საქართველოში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: