უცნაური, ვოლვო, თანამედროვე ტექნოლოგიები, ვოლვო ეიქს90
Aa
Aa

მობილური ტელეფონით ამ ავტომობილების გადაღება, კამერას დაგიზიანებთ

სოციალურ მედიაში მძღოლები ანდაც უბრალო გამვლელები ავტომობილების ფოტოებს ხშირად ტვირთავენ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ქმედება შესაძლოა თქვენი მობილური ტელეფონისთვის საშიში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ფოტოს ADAS უახლესი სისტემით აღჭურვილ ავტომობილს გადაუღებთ.

ვიდეო, რომელსაც ონლაინ ათასობით ნახვა აქვს Reddit-ზე გამოქვეყნდა. მომხმარებელი Volvo EX90-ს სახურავზე დამონტაჟებული ლიდარის სისტემას ფოტოს უღებს და სწორედ მაშინ, მისი ძვირადღირებული სმარტფონის კამერის სენსორი ნადგურდება. ლაზერი ეკრანზე სინათლის კვალს ტოვებს, რაც სენსორზე ცალკეული პიქსელების დაწვის შედეგია.


მთავარი კითხვა ალბათ ისაა, საშიშია თუ არა ეს ლიდარი. სინამდვილეში, ლიდარის სხივების ინტენსივობა მკაცრად რეგულირდება. ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის თანახმად, ავტომობილებზე დამაგრებული ლიდარის სისტემები პირველი კლასის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის თვალისთვის ის სრულად უვნებელია. შედეგად, ლაზერული სხივები თვალს არ დააზიანებს, თუმცა ტელეფონის კამერის დაზიანება შეუძლია.

მაგრამ, როგორც Car and Driver-ის ჟურნალისტი გენონ ბურგეტი აღნიშნავს, ლიდარი კამერისთვის სახიფათო ყოველთვის არ არის. ამ შემთხვევაშიც, მომხმარებლის მობილური ტელეობიექტივის რეჟიმშია და სწორედ მაშინ იწყება დაზიანებაც, მანამდე, ის ჩვეულებრივ ახერხებს ავტომობილის გადაღებას. თუმცა, მომხმარებლები მაინც ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი ADAS უახლესი სისტემითაა აღჭურვილი.

 

მსგავსი სიახლეები