Aa Aa
4 მარტი 2023  |  10:09

BMW M3 Competition-მა განათების ბოძები კეგლებივით წააქცია

BMW M3-ის მძღოლმა აქსელერატორის სატერფულიდან ფეხი არ აიღო.

მძლავრი უკაწამყვანი მანქანის წვიმიან ამინდში აგრესიულად მართვა გასართობია, თუმცა, ბევრ უნარსა და დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ხახუნის კოეფიციენტის შემცირების გამო მანქანა კონტროლს მარტივად კარგავს. სწორედ ამიტომ აქსელერატორის სატერფულთან და საჭესთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ეს სიფრთხილე კი ამ M3 Competition-ის მძღოლს არ გამოუჩენია.

ვიდეო, რომელიც კალიფორნიაშია გადაღებული, Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. აქ ასეთი ამინდი საკმაოდ იშვიათადაა. ალბათ, ამ ფაქტორმა BMW-ს მძღოლისთვის დიდი როლი ითამაშა. ის მანქანის კუდის თამაშით გაერთო.

მძღოლი მოსახვევიდან საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა, თუმცა სედანთან ბრძოლაში მაინც დამარცხდა. მან აქსელერატორის სატერფულიდან ფეხი არ აიღო და მას ბოლომდე დააჭირა. შედეგად, M3-მა სიჩქარე აკრიფა და მძღოლისთვის მოულოდნელად კონტროლი დაკარგა. სამწუხაროდ, დამუხრუჭება გვიანი იყო. BMW მთელი სისწრაფით ბორდიურისკენ წავიდა და განათების ბოძები კეგლებივით წააქცია.

აშკარაა, რომ ეს M3 ბევრი არაქარხნული ნაწილით იყო აღჭურვილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მფლობელი ავტოენთუზიასტია და თავისი ავტომობილი საკმაოდ მოსწონდა. თუმცა, აშკარაა, რომ მას წვიმიან ამინდში აგრესიულად სასიარულოდ მეტი გამოცდილება სჭირდება.

სამწუხაროდ, ავარიის შემდგომი ფოტო ან ვიდეო მასალა არ არსებობს. შესაბამისად, არ ვიცი თუ რამდენად დაზიანდა ავტომობილი და ექვემდებარება თუ არა ის აღდგენას. თუმცა, თუ სიჩქარეს გავითვალისწინებთ, ამ ავტომობილის შეკეთება იაფი ნამდვილად არ დაჯდება.

გაზიარება: