Aa Aa
13 მარტი 2023  |  13:43

The Beast-ი, რომელსაც 27-ლიტრიანი ძრავა აქვს, აუქციონზე იყიდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდძრავიანი ავტომობილი აუქციონზე იყიდება.

სიტყვა „უნიკალურს“ ხშირად ვიყენებთ, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ავტომობილი მართლაც უნიკალურია. მას 27.0-ლიტრიანი Rolls-Royce-ს Merlin V12, თვითმფრინავის ძრავა აქვს, რომელიც გიგანტურ სხეულშია მოთავსებული. ახლა ეს ავტომობილი Car and Classic აუქციონზე იყიდება.

თვითმფრინავის ძრავა ავტომობილში არაერთხელ ჩაუსვამთ, თუმცა, The Beast-ში ყველაფერი უმაღლეს დონემდე აიყვანეს. ძრავა Rolls-Royce-მა განავითარა. იმავე ძრავის აწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებში Packard-საც შეეძლო. ეს ძრავები მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო ხომალდებში გამოიყენებოდა. მათ შორის, Superman Spitfire-სა და American P-51 Mustang-ში. ატმოსფერული ძრავა 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

The Beast-ი ერთადერთი Merlin-ის ძრავიანი ავტომობილი აღარაა. ჯეი ლენოს 1934 წლის Rolls-Royce ჰყავს, რომელსაც ეს ლეგენდარული ძრავა აქვს. ამ შემთხვევაში ძრავა 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ლენოს ავტომობილი მაქსიმალურ სიჩქარეზე არასდროს შეუმოწმებიათ. სამაგიეროდ, 1973 წელს The Beast-მა 294.5კმ/სთ დააფიქსირა.

The Beast-ის ისტორია 1966 წელს იწყება, როცა პოლ ჯეიმსონმა ჩარჩოს სტრუქტურა ააწყო და Merlin-ის ძრავა, სახელად Meteor-ი გამოიყენა, რომელიც ტანკებისთვის იყო შექმნილი. თუმცა, ჯეიმსონს ამ პროექტზე მუშაობა არ დაუსრულებია. ძრავა და შასი დოდს მიყიდა, რომელმაც 1972 წელს საქმე ბოლომდე მიიყვანა.

ავტომობილი ერთხელ ხანძრისას დაზიანდა. მაშინ ორიგინალი ძრავა იდენტურითვე ჩაანაცვლეს. პირველი კონსტრუქცია კი „შუთინგ ბრეიქ“ ვერსიად გადააკეთეს.

წლების განმავლობაში ავტომობილს 4 მფლობელი ჰყავდა. ყველა დოდის ოჯახის წევრი იყო. როგორც აღწერაში წერია, ამ ავტომობილის თავისით გადაადგილება ჯერ კიდევ შეუძლია.

გაზიარება: