აუქციონი, იშვიათი ავტომობილები, მერსედესი, ფორმულა 1-ის პილოტები, ჯენსონ ბატონი, მერსედესი ცეელკა
Aa
Aa

ეს Mercedes-ი მხოლოდ 100 ეგზემპლარად არსებობს და ერთი F1-ის ჩემპიონის პირად საკუთრებაში იყო

Formula 1-ის ჩემპიონის, ჯენსონ ბატონის კუთვნილი Mercedes CLK DTM AMG აუქციონზეა გამოტანილი. მოდელი მხოლოდ 100 ეგზემპლარად დამზადდა და ამ კონკრეტულის ღირებულება $530 000-დან $663 000-მდე მერყეობს.

იმ დროისთვის უახლესი Mercedes-ი Formula 1-ის ჩემპიონმა 2004 წელს შეიძინა და 2019 წლამდე ფლობდა. შემდგომ ის იაპონელი კოლექციონერის საკუთრებაში გადავიდა. ახლა კი კვლავ გასაყიდადაა გამოტანილი და თავის რიგით მესამე მფლობელს ელოდება. მიუხედავად წლების გასვლისა, გერმანული ავტომობილი კვლავ კარგ მდგომარეობაშია და ოდომეტრზე მხოლოდ 18 000 კილომეტრი აქვს გავლილი.

ასევე იხილეთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა

Mercedes CLK DTM AMG-ის განსაკუთრებულობას მისი იშვიათობა და ტექნიკური მახასიათებლები განაპირობებს. კუპე სულ 100 ეგზემპლარად დამზადდა გერმანიის ტურინგის ჩემპიონატში (DTM) ბერნდ შნაიდერის წარმატების აღსანიშნავად. შნაიდერმა 2003 წლის სეზონში ჩემპიონობა მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი იმ პერიოდისთვის AMG-ს უკვე ფლობდა, ავტომობილები უშუალოდ AMG-ის მიერ არ იწარმოებოდა. მათ შექმნაზე პასუხისმგებელი HWA გახლდათ, კომპანია, რომელიც 2000-იან წლებში Mercedes-ის სარბოლო გუნდებს მართავდა და DTM-ის ავტომობილებით შთაგონებულ პროექტებზე დღესაც მუშაობს.

CLK DTM AMG-ის დიზაინიც კი შნაიდერის სარბოლო ავტომობილით იყო შთაგონებული. მოდელს განიერი ფრთები, უკანა სპოილერი და მრავალქიმიანი დისკებიც გამოარჩევდა. წონის დასაწევად კი კაპოტი, ფრთები, კარები, წინა ბამპერი, უკანა ქვედა პანელი და სპოილერი კომპოზიტური მასალებისგან დამზადდა. მსუბუქი მასალები გამოიყენეს წინა სავარძლებისთვისაც, ხოლო წონის შესამცირებლად უკანა სავარძლები საერთოდ ამოიღეს.

Mercedes-ის მთავარი ღირსება კი მისი ძრავაა. მოდელი იმდროინდელი სტანდარტული CLK55 AMG-ის ატმოსფერული 5.4-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 362 ცხენის ძალას აღწევდა. CLK DTM AMG-ში კი მას მექანიკური კომპრესორი დაუმატეს და სიმძლავრე 582 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

ეს Mercedes-ი მხოლოდ 100 ეგზემპლარად არსებობს და ერთი F1-ის ჩემპიონის პირად საკუთრებაში იყო — ფოტო 1
ეს Mercedes-ი მხოლოდ 100 ეგზემპლარად არსებობს და ერთი F1-ის ჩემპიონის პირად საკუთრებაში იყო — ფოტო 2
ეს Mercedes-ი მხოლოდ 100 ეგზემპლარად არსებობს და ერთი F1-ის ჩემპიონის პირად საკუთრებაში იყო — ფოტო 3
ეს Mercedes-ი მხოლოდ 100 ეგზემპლარად არსებობს და ერთი F1-ის ჩემპიონის პირად საკუთრებაში იყო — ფოტო 4

ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მხოლოდ 3.9 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულადაა შეზღუდული — 320 კმ/სთ-მდე. ეს მას არა მარტო კოლექციონერებისთვის საინტერესო მოდელად, არამედ იმ პერიოდის ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტულ სუპერქარადაც აქცევს. ამ კონკრეტული მოდელის შემთხვევაში კი ამ ღირსებებს ჯენსონ ბატონის სახელიც ემატება და მოდელიც ბევრად უფრო ღირებულ ლოტად იქცევა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები