Chevy Silverado დამბის შესაკეთებლად ღრმა წყალში შედის
გმირი პიკაპები...
როცა კრიტიკული მდგომარეობაა, საქმეს შემოქმედებითად უნდა მიუდგე. როცა კალიფორნიაში ტბა ტულარი ადიდდა, ფერმერებს სპეციალური ზომების მიღება მოუხდათ. მათ დამბის სტრუქტურის აღსადგენად პიკაპები გამოიყენეს.
I have never seen this type of #flood control measure before! Here is how some farmers deal with a breach in the Tulare Lake bottom. I assume they will pile some additional dirt on. #cawater #cawx #farm #agriculture pic.twitter.com/QXP720RqjJ
— Cannon Michael (@agleader) March 14, 2023
ვიდეოში ჩანს, რომ ფერმერებს წყლის ნაკადის შეჩერება სურთ. ამისთვის მათ პიკაპის საბარგული დატვირთეს და ავტომობილი წყალში შეუშვეს. ლურჯი Chevrolet Silverado ღრმულის ამოვსებას ცდილობს. Ford F-150 კი უკვე წყალშია. ფერმერები თხრილის ამოსავსებად გრუნტს იყენებენ.
For all of those haters and doubters - here is what it looks like now - trees protected as well as community nearby. #cawater #flood #cawx #desperatemeasures #agriculture pic.twitter.com/177rcdww7q
— Cannon Michael (@agleader) March 14, 2023
როგორც „ტვიტერის“ შემდეგ პოსტებში ჩანს, მათ დამბის შეკეთება შეძლეს. ბაღი საკმაოდ ატალახებულია, მაგრამ დატბორილი არ არის. როცა წყალი დაიწევს, ფერმერები პიკაპებს მერე ამოიყვანენ.
A photo update from 30 minutes ago - water contained and orchard saved - for now . . . a lot more water is heading into the basin - it's not over yet! May need more trucks!! #cawater #cawx #farm #agriculture pic.twitter.com/GHzTxbqLXN
— Cannon Michael (@agleader) March 15, 2023
თუ პიკაპები ამ წყალდიდობას გადაურჩებიან, მათი ტალახიდან ამოყვანის და დაძვრის ვიდეოს ნახვაც საინტერესო იქნებოდა. თუმცა, სავარაუდოდ, ძრავა ვერ გაძლებდა. რა თქმა უნდა, პიკაპების „გაწირვა“ საუკეთესო გამოსავალი არ იყო, მაგრამ წყალდიდობა იქ მცხოვრებლების საკუთრებას ემუქრებოდა და ფერმერებს სწრაფად მოქმედება მოუწიათ.