Aa Aa
22 მარტი 2023  |  11:15

მოდიფიცირებული Skoda Yeti უგზოობაში Mercedes-AMG G63-ს დამარცხებას ცდილობს

ჩვეულებრივი საბურავები უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავების წინააღმდეგ. ქარხნული მოდიფიცირებულის წინააღმდეგ.

სანამ Skoda Karoq-ს გამოუშვებდა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდებოდა, ბრენდს Yeti ჰყავდა. ეს ჩეხური კომპანიის პირველი კომპაქტური კროსოვერი იყო, რომელსაც უგზოობით შთაგონებული დიზაინი და Volkswagen Group-ის ტექნოლოგიები ჰქონდა. ის Karoq-ივით პოპულარული იყო, თუმცა, სეგმენტში მაღალი კონკურენცია დახვდა. Yeti-ს გამოშვება 2017 წელს შეწყვიტეს, თუმცა, მეორადი ავტომობილების ბაზარზე დღემდე საკმაოდ პოპულარულია.

Yeti-ს უგზოობაში განსაკუთრებული შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა, მცირე მოდიფიკაციებით, სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია. ამ ვიდეოში კი თქვენ ნახავთ, როგორ უპირისპირდება ის უგზოობის მეფეს Mercedes-AMG G63-ს.

ეს შედარება შესაძლოა უცნაური იყოს, განსაკუთრებით ამ ავტომობილების ფასების გათვალისწინებით. G63-ს ფასი $180,000-დან იწყება. ეს მოდიფიცირებული Yeti კი დაახლოებით $2,500 ღირს. ძრავებს შორის განსხვავებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

G63-ის 4.0ლიტრიანი ორმაგი ტურბოდაბერვის ძრავა 585 ცხენის ძალასა და 840 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძალა ოთხივე თვალზე 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ნაწილდება. Yeti-ს კი 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავა აქვს. ცხენის ძალები - 180. ეს ავტომობილი Haldex-ის ოთხივეწამყვანი სისტემითაა აღჭურვილი.

ასე რომ, G63-ს ძალაში დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა, უფრო მძიმეა და სტანდარტულ საბურავებზეა. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს უცნაური რბოლა.

გაზიარება: