Aa Aa
23 მარტი 2023  |  10:35

Porsche-ს 2026 წელს ფორმულა 1-ში გამოჩენის იმედი აღარ აქვს

Porsche 2026 წლამდე ფორმულა 1-ში გამოჩენას ვერ მოასწრებს.

Porsche-ს 2026 წლიდან ფორმულა 1-ში მონაწილეობის შანსები გაქრა, თუმცა, ბრენდი ამ სპორტის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. Volkswagen-ის თავდაპირველი გეგმით, Porsche ფორმულა 1-ში Audi-სთან ერთად უნდა გამოჩენილიყო, თუმცა, McLaren-თან და Red Bull-თან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

მიუხედავად, ამ ავტოსპორტის მიმართ ინტერესისა, Porsche-მ თავის ფორმულა 1-ის პროგრამას გადახედა და დაასკვნა, რომ 2026 წელს პელეტონში არ იქნება. 2026 წლიდან ძრავები ახალი რეგულაციებით აიწყობა.

Audi-მ გადაწყვიტა, რომ საკუთარ ძრავას ააწყობს და სათანამშრომლოდ Sauber-ის გუნდი აირჩია, რომელიც ამჟამად Alfa Romeo-ს სახელით გამოდის. Porsche კი McLaren-თან და Red Bull-თან აქციების წილზე ვერ შეთანხმდა. ამის შემდეგ, ბრენდის გეგმები ბუნდოვანი გახდა. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანულმა ავტომწარმოებელმა ფოკუსი ავტოსპორტის უკვე არსებულ პროგრამებზე გადაიტანა.

ბოლოს Porsche ფორმულა 1-ში 1991 წელს Footwork-თან ერთად მონაწილეობდა. ეს თანამშრომლობა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. სავარაუდოდ, ახალი გუნდის ძებნა ახლაც გრძელდება, თუმცა, 2026 წელს დაბრუნების შანსი სულ უფრო მცირდება.

გაზიარება: