ამ მოდიფიცირებულ საბავშვო Porsche-ს სამხედრო Humvee-ს გათრევა შეუძლია
პატარა EV-ს 100 კმ/სთ-ის განვითარებაც შეუძლია.
მაღალი ალბათობით, მალე ელექტრომობილები მეინსტრიმი გახდება და ყველა ასეთ ტიპის ავტომობილს შეიძენს. ბევრი ადამიანისთვის ელექტრო მანქანა პირველი ავტომობილი იყო. ალბათ, თუ იღბლიანი ხართ, ბავშვობაში გექნებოდათ ნამდვილი მანქანების დაპატარავებული მოდელები, რომლებიც ბავშვებისთვისაა გამოშვებული. მათში პატარა ბავშვები თავსუფლად თავსდებიან და დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. ეს მანქანები სწორედ ელექტრო ძრავით მოძრაობს.
ქვემოთ მიბმულ ვიდეოში Grind Hard Plumbing Co-ს გუნდის მიერ გადაკეთებული, მინიატურული Porsche Boxster-ია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათამაშო მანქანაა, რისი შეძენაც შეიძლება. ის მძლავრია, მეტალის კორპუსი აქვს, ნამდვილი საბურავები გააჩნია და პარკინგის მუხრუჭიც აქვს.
მანქანა იმდენად ძირფესვიანადაა მოდიფიცირებული, რომ მას ნამდვილი ავტომობილის ელექტრო ძრავა აქვს. შედეგად, მანქანას 100 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.
ზემოთ მიბმულ ვიდეოში ამ მანქანის შესაძლებლობებია ნაჩვენები. ის სხარტია და 70-80 კმ/სთ-ს მყისიერად აღწევს. ბოლოში კი ექსპერიმენტატორები მანქანას ექსტრემალურ გამოცდას უწყობენ. მას 3-ტონიან Hamvee-ს ჩააბამენ. გაათრევს თუ არა პატარა Porsche უზარმაზარ მონსტრს? ნახეთ ვიდეო.