საქართველო, საწვავის ფასი, ბენზინი, ბენზინის ფასი
Aa
Aa

ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ღირს

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია. კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 101 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზეა. კერძოდ, საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 1.13 დოლარის ფარგლებშია.

უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასები ასეთია:

  • სომხეთი (53-ე ადგილი) - 1.36 დოლარი;
  • თურქეთი (59-ე ადგილი) - 1.23 დოლარი;
  • საქართველო (65-ე ადგილი) - 1.13 დოლარი;
  • რუსეთი (83-ე ადგილი) - 81 ცენტი;
  • აზერბაიჯანი (87-ე ადგილი) - 65 ცენტი.


რაც შეეხება სხვა ქვეყნების მონაცემებს, მსოფლიოში ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგშია და საშუალო ფასი 3.26 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი ქუვეითში და 1 ლიტრის საშუალო ფასი 35 ცენტია.

10 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია:

  • ჰონგ-კონგი - 3.26 დოლარი;
  • ისრაელი - 2.37 დოლარი;
  • შვეიცარია - 2.29 დოლარი;
  • ნიდერლანდები - 2.28 დოლარი;
  • დანია - 2.25 დოლარი;
  • ნორვეგია - 2.25 დოლარი;
  • სინგაპური - 2.17 დოლარი;
  • ალბანეთი - 2.16 დოლარი;
  • საბერძნეთი - 2.12 დოლარი;
  • ფინეთი - 2.10 დოლარი.

10 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია:

  • ალჟირი - 35 ცენტი;
  • ქუვეითი - 35 ცენტი;
  • ეგვიპტე - 37 ცენტი;
  • ყაზახეთი - 50 ცენტი;
  • ბაჰრეინი - 50 ცენტი;
  • ვენესუელა - 50 ცენტი;
  • მალაიზია - 55 ცენტი;
  • კატარი - 56 ცენტი;
  • ირანი - 60 ცენტი;
  • საუდის არაბეთი - 60 ცენტი.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები