უსაფრთხოება, ზამთრის საბურავები, საბურავები, ტექნოლოგიები, ფინეთი, ნოკიანი
Aa
Aa

Nokian-ის ზამთრის საბურავი წკირებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოაჩენს

Nokian-მა ჯერ კიდევ 1934 წელს ზამთრის საბურავები გამოიგონა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, საავტომობილო სამყარო საფუძვლიანად შეცვალა და დაბალ ტემპერატურაზე გადაადგილება ბევრად უსაფრთხო გამოცდილებად აქცია. დეკადების განმავლობაში საბურავების ტექნოლოგია ძალიან განვითარდა, თუმცა ფინური მწარმოებლის ახალი პროდუქტი მაინც სამეცნიერო ფანტასტიკიდან გადმოსულს ჰგავს.

Hakkapeliitta 01 — ასე უწოდა Nokian-მა საბურავს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში პროტექტორის წკირების გამოჩენა, მოყინული ზედაპირის გავლის შემდეგ კი მისი უკან შებრუნება შეუძლია. კომპანია ამ იდეას 2014 წლიდან იკვლევდა, როცა აღნიშნული პროდუქტის კონცეპტი გამოუშვა. ათასობით პროტოტიპის მოკვლევის შემდეგ კი მზადაა, Hakkapeliitta 01-ის სერიული წარმოება დაიწყოს. 

წკირები, რომლებიც სიცივეზე რეაგირებენ

ათწლიანი შრომის შედეგად, Nokian-მა შექმნა ადაპტური შრე, რომელიც პროტექტორის წკირებს მალავს — როცა ტემპერატურა ზედმეტად დაბალია, ეს შრე იკუმშება და წკირებს გარეთ უშვებს. როცა ტემპერატურა მაღლა იწევს, პირიქით ხდება და საბურავი წკირებს კვლავ მალავს. 

Hakkapeliitta 01 წინა მოდელებთან შედარებით 30%-ით უფრო ნელა ცვდება და 1 დეციბელით უფრო ხმადაბალია. კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი საბურავის ყინულზე მოჭიდება 10%-ითაა გაუმჯობესებული, სველ საფარზე კი 5%-ით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Hakkapeliitta არ არის ჩაფიქრებული მხოლოდ უგზოობაზე გათვლილი ავტომობილებისთვის — Nokian-ის განცხადებით, ის გათვლილია მსუბუქ ავტომობილებზე, ქროსოვერებსა და უტილიტარულ ტრანსპორტზე, შესაბამისად, მოერგება 14-დან 22-დუიმამდე დისკებს. 

საბურავების წარმოება შემოდგომაზე ფინეთში, ნოკიაში დაიწყება. მთავარი კითხვა მათი ფასია — დიდი ალბათობით, Hakkapeliitta 01 იაფი ნამდვილად არ იქნება.

 

„ჩვენ შევქმენით საბურავი, რომლის მოჭიდებაც ტემპერატურასთან ერთად იცვლება — ის უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, როცა ეს საჭიროა, ხოლო როცა არ არის — უფრო კომფორტულ მართვადობას“, — განაცხადეს კომპანიაში. 

მსგავსი სიახლეები