Aa Aa
25 მარტი 2023  |  13:58

Aventador-ის შთამომავლის დებიუტი 26 მარტს შედგება

ახალი ანონსიდან ვიგებთ, რომ Aventador-ის შთამომავალი მალე გამოვა.

Lamborghini ახალ მოდელს, კოდური სახლით, LB744 29 მარტს წარმოგვიდგენს.

ამ ახალ მოდელზე გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს. ელექტრიფიცირებულ სუპერქარს 1000 ცხენის ძალა აქვს, რომელსაც ფლაგ ინ ჰიბრიდული აგრეგატი, V12 ძრავა და 3 ელექტრო მოტორი გამოიმუშავებს.

ავტომობილს მართვის 13 რეჟიმი აქვს. მათ შორისაა, ოთხივეწამყვანი რეჟიმი და 3.8კვ/სთ-იანი ბატარეის დამუხტვის რეჟიმი.

B744-ის შასი კარბონის მილებისგანაა. ეს ე.წ. „მონოფიუზელაჟი“ 10%-ით უფრო მსუბუქი და 25%-ით უფრო მყარია, ვიდრე Aventador-ის სტრუქტურა.

პროტოტიპები ტესტირებებისას უკვე შენიშნეს. დიზაინში 2017 წლის Terzo Millennia კონცეპტის გავლენა იგრძნობა.

დანარჩენ დეტალებს კი უკვე ავტომობილის გამოსვლის შემდეგ გავიგებთ.

გაზიარება: