Aa Aa
29 მარტი 2023  |  11:50

ევროკავშირმა ავტომობილებისთვის ახალი EURO 7 სტანდარტი წარმოადგინა

ევროკავშირმა ავტოინდუსტრიისთვის ახალი Euro 7 სტანდარტის რეგულაციები წარმოადგინა, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოს დაბინძურების მაჩვენებლებს.

ახალი სტანდარტი ძირითადად დიზელის ძრავის მქონე მსუბუქ ავტომობილებზე, სატვირთოებსა და ავტობუსებზე გავრცელდება. კანონმდებლების შეფასებით, გარემოს დაბინძურების მიმართულებით ყველაზე დიდი კონტრიბუცია სწორედ სატვირთო ავტომობილებს აქვთ, რომელთა რეგულირების საკითხიც უახლეს მომავალში უნდა გადაწყდეს.

Euro 7 სტანდარტი მსუბუქი ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ამოქმედდება, სატვირთო ავტომობილებისთვის კი ახალი რეგულაცია ძალაში 2027 წელს შევა.

ძრავისა და გამონაბოლქვის სისტემის გარდა, ევროკავშირი ახალა უკვე დამუხრუჭებისა და საბურავების ცვეთის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირებასაც მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ 2035 წლიდან EU-ს მასშტაბით სრულად აიკრძალება ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა და ნებადართული მხოლოდ ელექტრომობილებითა და სინთეტიკურ საწვავზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილებით სარგებლობა იქნება.

ავტომწარმოებელი კომპანიების შეფასებით, Euro 7 რეგულაცია ნაჩქარევია და ის ინდუსტრიის განვითარებასა თუ ტექნოლოგიურ პროგრესზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება. ექსპერტების შეფასებით, Euro 7-ის ამოქმედება მსუბუქ ავტომობილებს საშუალოდ 2,000 დოლარით გააძვირებს, სატვირთოების შემთხვევაში კი ხარჯები თითქმის ორჯერ მეტი იქნება.

წყარო: BM.ge

გაზიარება: