Crystalbet-ის მორიგი წარმატება: გოგილაშვილი პოდიუმზეა
Aa
Aa

Crystalbet-ის მორიგი წარმატება: გოგილაშვილი პოდიუმზეა

ბრინჯაოს მედალი წყვილთა რბოლაში.

9 აპრილს „ლილო არენაზე“ საქართველოს თასის გათამაშების წყვილთა რბოლის მეორე ეტაპი გაიმართა.

პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები ერთმანეთს 5 კლასში ეჯიბრებოდნენ. Crystalauto-ს რედაქტორი და პროფესიონალი მრბოლელი თენგო გოგილაშვილი პირველ სუპერლიგაში გამოდიოდა.

დაძაბულ და სანახაობრივ რბოლაში მოქმედმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„იქიდან გამომდინარე, რომ პირველ სუპერლიგაში ავტომობილებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, საკმაოდ რთულია შედეგის ჩვენება. ამას ემატება ისიც, რომ ამ კლასში სუსტი ან საშუალო დონის პილოტი არ არსებობს.

მერვედფინალურ გარბენში ლადო კუხიანიძის Subaru Impreza-სთან მომიწია შერკინება. ორივე გარბენი მოვიგე. პოდიუმისთვის გადამწყვეტ რბოლაში არჩილ ბიძინაშვილს შევხვდი. ჩვენი შერკინება ტრადიციულად ყველაზე სანახაობრივი და ემოციური გამოვიდა. თუმცა, საბოლოოდ, 2:1 გავიმარჯვე. არჩილ ბიძინაშვილის მსგავს პილოტთან გამარჯვებისთვის ბრძოლა ყოველთვის სასიამოვნოა“.

გოგილაშვილი რბოლებში BMW 330 Compact-ით Crystalbet-ის სახელით ასპარეზობს. ამ წარმატების შემდეგ, მისი პოზიცია სატურნირო ცხრილში გაუმჯობესდა.

მსგავსი სიახლეები