კოლექცია, ავტოკოლექცია, კონორ მაგრეგორი, როლს-როის ფანტომი, როლს-როის გოსთი, ლამბორგინი ავენტადორი, მაკლარენ 650ესი, ბიემვი აი8
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორის რამდენიმე მილიონიანი ავტომობილების კოლექცია

MMA-ის ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა UFC-ში ეპოქა შექმნა და და იმ ოთხიდან ერთ-ერთია, რომელიც ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ფლობდა. და რამდენადაც გამორჩეულია მაკგრეგორის UFC-ში გატარებული წლები, ისეთივე საინტერესო და ცალსახად ძვირად ღირებულია ის ავტომობილები, რომელთაც MMA-ს მებრძოლი მართავს, ან უბრალოდ ავტოფარეხში ინახავს.

საერთო ჯამში, მაკგრეგორის საავტომობილო კოლექციის ღირებულება £3 მილიონს აღწევს და აქ უხვად შეხვდებით ისეთ მდიდრულ მანქანებს, როგორებიც Lamborghini-სა და Rolls Royces-ს ასეულობით ათასად შეფასებული მოდელებია. ავტომობილებთან ერთად კი, მაკგრეგორის საკუთრებაშია იახტა, რომლის ფასი £4 მილიონს აღემატება.

2016 წლის შემდეგ, მაკგრეგორის ავტოფარეხში £237 600-ად შეფასებული ROLLS-ROYCE GHOST-ი გვხვდება. როგორც ამბობენ, UFC 205-ზე ედი ალვარესთან ბრძოლამდე, Rolls-Royce მაკგრეგორს დაუკავშირდა და მას ეს განსაცვიფრებელი Ghost მოდელი შესთავაზა. თუმცა ეს მოდელი სტანდარტული GHOST-სგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და მისი დიზაინით ყველასგან გამორჩევას მოახერხებთ.

მაგრეგორის საკუთრებაშია £305 000-იანი ROLLS-ROYCE PHANTOM DROPHEAD COUPE, რომელიც ჩემპიონმა UFC 194-ზე მსუბუქ წონაში, ხოსე ალდოს 13 წამში დამარცხებისა და ტიტულის მოპოვების შემდეგ შეიძინა. ცნობისთვის, ეს პირველი Rolls-Royce-ია, რომელიც BMW-ს საკუთრებაში იწარმოვა. მაკგრეგორი £253 000-ად შეფასებულ Rolls-Royce Wraith-ს, ასევე Rolls-Royce Dawn-სა (£285 000) და Rolls Royce Phantom VIII-საც (£340 000) ფლობს.

UFC-ის ლეგენდის მდიდრულ ავტომობილებს შორისაა £276 ათასად შეფასებული LAMBORGHINI AVENTADOR ROADSTER-იც. ასევე წარსულში მებრძოლი არაერთგზის შეუნიშნავთ £185 ათასის ღირებულების Huracan Avio-თი.

მაკგრეგორს ეკუთვნის £200 000-იანი MCLAREN 650S-იც, რომლითაც ის პოლიციამ დუბლინში 2017 წელს გააჩერა და დაკითხა. ამ სწრაფი ავტომობილით, ირლანდიელს გულშემატკივრები ქუჩებში ხშირად ხედავდნენ. ცნობისთვის, McLaren 650S-ი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 330 კმ/სთ-ზე ავითარებს. ელეგანტური და მდიდრული ავტომობილებისადმი სიყვარულს კი, UFC-ის მებრძოლმა £110 570-იანი MERCEDES-AMG S550 COUPE მიუძღვნა, რომელიც V8-ძრავითაა აღჭურვილი და სრულად ამძრავი მოდელია.

ბოლოს კი, მაკგრეგორის ავტოფარეხში 114 200 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ჰიბრიდულ სპორტქარს, BMW i8-საც იხილავთ. i8 ის ავტომობილია, რომელიც ალბათ ყველა ტიპის ავტომოყვარულს აღაფრთოვანებს. 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ბენზინის ძრავით აღჭურვილი i8 დაახლოებით 369 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც მანქანას საშუალებას აძლევს 0-დან 100-მდე 4.2 წამში აჩქარდეს.

 

მსგავსი სიახლეები