რეაბილიტაცია, თბილისი, გზების რეაბილიტაცია, მოძრაობა, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

გლდანის რაიონში, ცენტრალური ქუჩის დამაკავშირებელი გზა, რამდენიმე თვით იკეტება

სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გლდანის რაიონში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან - ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. აკრძალვა 9 ივნისის 09:00 საათიდან -  აგვისტოს ბოლომდე იმოქმედებს. ამ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით მოხდება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისას, ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ. ქუჩების რეაბილიტაციის პერიოდში, გადაადგილება მხოლოდ ამ მონაკვეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის იქნება დასაშვები.

ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასაც, ოფიციალური განცხადების თანახმად, მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება:

-           ავტობუსები N304, N308, N323, N335, N351 და მიკროავტობუსები N512, N517 -  ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ფორე მოსულიშვილის ქუჩით  დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, შემდეგ კი, სვლას  დადგენილი სქემით განაგრძობენ. საპირისპირო მიმართულებისას, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ გავლით, კვლავ ფორე მოსულიშვილს ქუჩით ქერჩის ქუჩას დაუკავშირდებიან  და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

-           ქერჩის ქუჩიდან მიმავალი ავტობუსები N292, N348, N355, N365, N373 და მიკროავტობუსები N518, N548, N486, N496 -  მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“  ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდებიან, შემდეგ დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც სვლას  ილია ვეკუას ქუჩაზე  გააგრძელებენ და შემდეგ კვლავ ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხვდებიან. საპირისპირო მიმართულებისას, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით ფორე მოსულიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და ქერჩის ქუჩიდან  დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

რეაბილიტაციის პერიოდში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მგზავრთნაკადის მომსახურების გასაუმჯობესებლად, N339 ავტობუსის ხაზს რამდენიმე ავტობუსი დაემატება და გადაადგილების ინტერვალი საშუალოდ  4 წუთამდე შემცირდება.

 

მსგავსი სიახლეები