ელექტრომობილი, ნიურბურგრინგი, ბიემვი, ბიემვი ემ3
Aa
Aa

რა შედეგებს აფიქსირებს ელექტრო BMW M3 (უხმაუროდ) ნიურბურგრინგზე

ელექტრო M3-ის გამოშვება გარდაუვალი იყო. გერმანული ავტომწარმოებლის ახალი მოდელის პირველი კადრები ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა და ახლა უკვე, ელექტრო BMW-ის პროტოტიპის ნიურბურგრინგზე გამოცდის ვიდეოც ვიხილეთ. და რაც მთავარია, ამას უხმაუროდ აკეთებს.

CarSpyMedia-ს მიერ გადაღებულ ვიდეოში ახალი ელექტრო M3 ჩანს, რომელიც მწვანე ჯოჯოხეთის ბარიერებს არღვევს. შეიძლება მისი ხმა არ გესმოდეთ - საბურავების ჭრიალის გარდა - თუმცა კადრებიდან ჩანს, რომ ის საკმაოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობს. ვიდეო შედარებით მოკლეა, თუმცა ახალი M3 თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს, რაც მისი კარგად დანახვის საშუალებასაც გვაძლევს.

M-სერიით შთაგონებული მანქანის შენიღბვა თავის საქმეს სრულყოფილად ასრულებს, თუმცა მანქანის გაფართოებული მაშუქების, ბამპერის სტილისა და Neue Klasse-ის დიზაინის ენის შემჩნევა, მაინც შესაძლებელია. საერთო ფორმა 2002 წელსაც გვახსენებს, ხოლო განათების ნაწილი და მცირე ზომის ცხაური ამჟამინდელი G80-ს მოდელისგან რადიკალურად განსხვავდება.

რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს ეს ელექტრო M3? სამწუხაროდ, დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. BMW-ს ადრეული დაშვებებით, M3 ელექტროძრავით 600 ცხენის ძალას გადააჭარბებდა, ხოლო კიდევ უფრო მძლავრი ვერსიები 700 ცხ.ძ-მდეც მიაღწევდა.

 

მსგავსი სიახლეები