Porsche-მ 700 ცხ.ძ-იანი მონსტრი შექმნა და ის ტრასებზე ლეგალურია
წლების განმავლობაში, საჯარო ტრასებზე ლეგალურ და სარბოლო ავტომობილებს შორის განსხვავება იმაზე მეტად ბუნდოვანი იყო, ვიდრე ახლაა. საგზაო ავტომობილებისა და მაღალი დონის პროტოტიპების გზები მხოლოდ 1960-იან წლებში გაიყო და დღესდღეობით, „ლე-მანსის“ ავტომობილები „ფორმულა 1“-ის ბოლიდებს უფრო ჰყავს ვიდრე მანქანას, რომელსაც თავისუფლად ატარებ საჯარო გზებზე.
სწორედ ამიტომ არის Porsche 963 RSP ასეთი გამორჩეული. ის ნამდვილი 963 LMDh-ია, ფრანგული ნომრებით და მზად, რომ საჯარო ქუჩებში გამოჩნდეს. გასულ წელს IMSA-ს სეზონის დასკვნით რბოლაზე, Porsche-ს გუნდის წევრები შეიკრიბნენ, რათა 50-ე წლისთავის აღსანიშნავად, საგზაო 917-სი შექმნის გეგმები განეხილათ. ავტომობილი Martini & Rossi-ის მფლობელისთვის, გრაფ როსისთვის უნდა შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი „ლე-მანსის“ გამარჯვებული იყო, როსიმ ალაბამაში მართვის მოწმობა აიღო და მას გზებზე მართავდა!
Porsche-მ პატარა გუნდთან ერთად საიდუმლო პროექტი დაიწყო. სრულად ქუჩაში გამოსაყენებლად ლეგალური 963-ის დამზადება შეუძლებელი იყო - მას ძალიან ბევრი ცვლილება დასჭირდებოდა. ამიტომ, მათ შექმნეს უნიკალური მანქანა, რომელიც თითქმის ზუსტად სარბოლო მანქანის მსგავსია, მაგრამ გზაზე, სპეციალური ნებართვით, მისი მცირე დროით მართვა შესაძლებელია.
Porsche-მ ავტომობილის შესაქმნელად Porsche Penske Motorsport-თან ითანამშრომლა და გადაწყვიტა, რომ ის როჯერ პენსკეს საკუთრება უნდა გამხდარიყო — RSP-იც, მისი სახელის, როჯერ სირლ პენსკეს აბრევიატურა იყო. ახალი შასი გერმანიაში დამზადდა, რომელიც Grant Larson-ის გუნდმა დააპროექტა და საიდუმლოდ, აშშ-ში მდებარე Porsche-ს შტაბ-ბინაში დაამზადა. ავტომობილი გზისთვის უფრო მშვიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ნამდვილი 963 სარბოლო მანქანის შეგრძნებები უნდა დაეტოვებინა.
უხეში სარბოლო ვერსიებისგან განსხვავებით, ამ მოდელს გლუვი საღებავი, მოდური ინტერიერი რუჯისფერი ალკანტარით, ტყავის სახელურები და 3D პრინტერით დაბეჭდილი ჭიქის დამჭერიც კი ჰქონდა!
Porsche-მ კორპუსში რამდენიმე ცვლილება შეიტანა, მაგალითად, სარბოლო ვენტილაციის ხვრელები დახურა და სანომრე ნიშნებისთვის ადგილი დაამატა. თუმცა, RSP მაინც ნამდვილი 963 იყო. ამ მოდელს ტვინტურბო 4.6-ლიტრიანი V8 ძრავა უყენია, ჰიბრიდული სისტემით და 7-სიჩქარიანი სარბოლო გადაცემათა კოლოფით. ამას კი, 800-ვოლტიანი აკუმულატორიც ემატება.
ძრავა 918 Spyder-ის ძრავაზეა დაფუძნებული, რომლის მსგავსად ჰიბრიდული სისტემაც საჯარო ტრასებისთვისაა მორგებული. უცნობია თუ რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს ეს ვერსია, თუმცა სარბოლო მოდელი 700 ცხ.ძ-ს აღწევს, რომელიც ბალანსისთვის V8 ძრავასა და ჰიბრიდულ სისტემაზე ნაწილდება. რაც შეეხება საბურავებს, მოდელისთვის Michelin-ის 18-ინჩიანი OZ-ები შეარჩიეს.
მისი დაქოქვა მარტივი არ არის — გჭირდებათ ლეპტოპი და სარბოლო გუნდი! საბედნიეროდ, პენსკეს აქვს როგორც სარბოლო ტრასა, ასევე გუნდი, ამიტომ მას არანაირი პრობლემები არ შეექნება მანქანის მართვაში.