Aa Aa
22 აპრილი 2023  |  11:57

ვიღაცამ Lamborghini Gallardo-დან V10 ამოიღო და დიზელის ძრავა ჩადგა

Lamborghini ის ავტომობილია, რომლის დიზელის ძრავით აღჭურვასაც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენთ.

ფასისა და ქარხნულად საკმაოდ გამართული მოწყობის გამო. ადამიანები Lamborghini-ის მოდიფიცირებისგან თავს იკავებენ. თუმცა, ბოლო წლებში „დრაგის“ რბოლებზე და საპროექტო ავტომობილების სივრცეში მოდიფიცირებული ეგზემპლარები გამოჩნდა. ამ სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ გარდასახვაზე მოგიყვებით. ამ Lamborghini-ს ქარხნული თითქმის აღარაფერი დარჩა.

პროექტი 1 Way Diesel Performance Diesel-ს ეკუთვნის. ალბათ, სახელიდანვე ხვდებით მათ საქმიანობას. ამ ადამიანებმა მსოფლიოში ყველაზე გიჟური „სვაპი“ შემოგვთავაზეს. ეს 2004 წლის Lamborghini Gallardo ორტურბინიანი დიზელის ძრავით არის აღჭურვილი. 

იქამდე, სანამ იფიქრებთ და გაბრაზდებით, რომ აშშ-ში ვიღაც „არანორმალურმა“ ადამიანებმა საკოლექციო Lamborghini გააფუჭეს გეტყვით, რომ მანქანა სადაზღვევოს მიერ იყო ჩამოწერილი. შემდეგ კი ის 1 Way Diesel Performance-ის ხელში აღმოჩნდა. ეს Gallardo თითქმის ბოლომდე განადგურებული და ჯართისთვის გამზადებული იყო. თუმცა, ძარის გამაგრების, კორპუსის პანელების ჩანაცვლებისა და სხვადასხვა კომპონენტების განახლების შემდეგ Gallardo ავტომობილს დაემსგავსა. მან ახალი გულიც მიიღო - Cummins ორტურბინიანი დიზელის 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა. 

როგორ მოათავსეს მაქსიმუმ 5-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავისთვის განკუთვნილ განყოფილებაში 6-ცილინდრიანი უზარმაზარი ძრავა? პასუხი მარტივია - ვერ მოათავსეს. ამისათვის ინჟინრებს ჩარჩოს ახლიდან შემუშავება და გადაკეთება გახდა დასჭირდათ.

გადაკეთებულია ინტერიერიც. საჭე, კოკპიტი, მაჩვენებელთა დაფა და ცენტრალური კონსოლი მთლიანად შეცვლილია. სპეციალურად არის დამზადებული კორპუსის პანელებიც. შედეგად, მანქანა უფრო განიერი გახდა. Lambo-ს არც უზარმაზარი დისკები მოაკლეს. მოდიფიცირებულია სამუხრუჭე სისტემაც. სიმძლავრის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ავტომობილი დინამომეტრზე არ შეუმოწმებიათ. თუმცა, მაღალი ალბათობით Gallardo-ს 493 ცხენის ძალასა და 510 ნიუტონ მეტრს მნიშვნელოვნად აღემატება.

აღსანიშნია, რომ დიზელის ძრავა 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან დააკავშირეს. ეს ნიშნავს, რომ ამ Gallardo-ს მართვა მაინც სასიამოვნო იქნება. საინტერესო ჟღერადობა აქვს ძრავასაც.

რას ფიქრობთ ამ პროექტის შესახებ? გინახავთ რამე ამაზე უცნაური? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: