ტრანსფორმერები, ანონსი
Aa
Aa

„ტრანსფორმერების“ ახალი ნაწილი 90-იანების კლასიკურ მანქანებს გააცოცხლებს

მოვლენები 1994 წელს ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ უამრავ კლასიკურ მანქანას ვიხილავთ.

ახლახან „ტრანსფორმერების“ ახალი ფილმის ანონსი გამოვიდა. ვიდეოდან ბევრი საინტერესო დეტალის ამოკრეფაა შესაძლებელი. კადრებში ბევრი კლასიკური ავტომობილი ჩანს, მათ შორის იაპონური თანამედროვე ავტოკლასიკებიც.

„ტრანსფორმერების“ ახალ ნაწილს Rise of the Beast ჰქვია. მოქმედება 1994 წელს ხდება. ამ ეპოქის ავტომობილები კი მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფილმში ბრუნდება 964 თაობის Porsche 911. კადრებში ჩანს მეორე თაობის Camaro-ც. 

ე.წ. „თრეილერში“ VW Minibus-იც გამოაჩინეს. როგორც ჩანს, იაპონური ავტომობილების მოყვარულებს Nissan Silvia-ს და R32 თაობის Skyline GT-R-ით გაახარებენ. თუმცა, საგულისხმო ის არის, რომ ამ უკანასკნელ მოდელებს მოდიფიცირება აქვთ ჩატარებული. ასეთი გარდასახვის გულშემატკივარი კი ბევრი არ გახლავთ.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ეპოქის ავტომობილებისადმი ინტერესი იმდენად მაღალია, რომ ენთუზიასტები ფილმს აუცილებლად ნახავენ. თანაც, „ტრანსფორმერები“ კომპიუტერული გამოსახულების მაღალი დონით ცნობილია. ამ მხრივ, არც ახალი ფილმი იქნება გამონაკლისი.

ფილმში ენტონი რამოსი და დომინიკ ფიშბექი მონაწილეობენ. Rise of the Beast-ის პრემიერი 9 ივნისს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები