Mercedes CLS-ის წარმოება აგვისტოში დასრულდება
მისი ჩამნაცვლებელი მოდელი ჯერ არ დაუანონსებიათ.
CLS-ის დღეები დათვლილია. ეს მხოლოდ მესამე თაობის მოდელს არ ეხება. Mercedes-ი ზოგადად ამ დახვეწილი სედანის წარმოებას ასრულებს. მის შემცვლელზე კი ჯერ საუბარიც არ ყოფილა. CLS-ის წარმოება აგვისტოში დასრულდება.
გერმანული ავტომწარმოებლის ავსტრალიური ფილიალის პრესსპიკერის თქმით, შეკვეთების მიღება უკვე შეწყვიტეს. მის ნაცვლად კლიენტებისგან E-Class (W214)-ის შეკვეთებს იღებენ.
„შეკვეთების მიღება უკვე შეწყდა. CLS-ის წარმოება აგვისტოში დასრულდება და ახალი E-Class-ის წარმოებაზე გადავერთვებით“.
Mercedes-ი თავისი ხაზიდან რამდენიმე მოდელის ამოღებაზე ფიქრობს და ამ სიაში სტილური სედანიც მოხვდა.
SLC, S-Class კუპე, S-Class კაბრიოლეტი და AMG GT კაბრიოლეტი უკვე აღარ გამოდის. ამასთან, C-Class კუპე და კაბრიოლეტი, E-Class კუპე CLE კუპე/კაბრიოლეტის წყვილში გაერთიანდება. მომავალში „შემცირება“ შეეხება A-Class და B-Class მოდელებსაც.